Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ისრაელი წყალტუბოში სოფლის მეურნეობის განვითარებას აფინანსებს

თარიღი : 15-10-2015, 02:16 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
წყალტუბოს მუნიციპალიტეტში სოფლის მეურნეობის განვითარების მიმართულებით პროექტის პრეზენტაცია გაიმართა. ისრაელის მიერ დაფინანსებულ 500კვ.მ-იანი სათბურში მაღალი ხარისხის პროდუქციის მისაღებად დამონტაჟდა თანამედროვე წვეთოვანი საირიგაციო სისტემა და დამცავი ბადეები, ახალი დანადგარებით აღიჭურვა პროდუქციის შემნახავი პუნქტი. ცნობილია, რომ ამ ეტაპზე სასათბურე მეურნეობაში დასაქმებულია 100-მდე ადგილობრივი.

ახალი სადემონსტრაციო სათბურის გახსნის ცერემონიას იმერეთის გუბერნატორის პირველი მოადგილე პაატა ნადირაძე, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე პაატა ახალაძე, გამგებელი კონსტანტინე მამისეიშვილი ისრაელის ელჩი საქართველოში იუვალ ფუქსი, კომპანია ,,ნეტაფიმის’’ წარმომადგენელი საქართველოში არონ გაგულაშვილი და წყალტუბოს მუნიციპალიტეტში მცხოვრები სოფლის მეურნეობის სფეროში დასაქმებული ფერმერები ესწრებოდნენ.

http://topnews.com.ge/photo/news/20151015021516.png


,,წყალტუბოში პირველად ვიმყოფები. მიხარია, რომ აქ ნამდვილად არსებობს პოტენციალი აგრობიზნესის და სასოფლო- სამეურნეო პროდუქციის წარმოების განვითარებისთვის. სადემონსტრაციო სათბური- არის თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი საწარმო, სადაც გარანტირებულია ხარისხი, ასევე ეს სადემონსტრაციო სათბური გახდება ერთგვარი ცენტრი ფერმერებისთვის ახალი ტექნოლოგიების შესახებ სათანადო განათლების მისაცემად,“ - განაცხადა ისრაელის ელჩმა იუვალ ფუქსმა.

,,წყალტუბო ცნობილია როგორც ბალნეოლოგიური კურორტი, უნიკალური სამკურნალო წყლებით, მღვიმეებით, არსებობს რეალური პერპექტივა წყალტუბო გახდეს საინტერესო ინვესტორებისთვის სოფლის მეურნეობის დარგებით, რადგან აქ არსებული კლიმატური პირობები, საშუალებას იძლევა ზამთრის პერიოდშიც კი გათბობის გარეშე მაღალი ხარისხის მწვანილის აწარმოონ, ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ხელი შევუწყოთ პროდუქციის ექსპორტს, ახალი ბაზრების ათვისებას, - განაცხადა მუნიციპალიტეტის გამგებელმა კონსტანტინე მამისეიშვილმა.

დღესვე, ისრაელის ელჩი საქრთველოში იუვალ ფუქსი იმერეთის გუბერნატორის პირველ მოადგილეს პაატა ნადირაძეს, ადგილობრივი თვითმმართველობის პირველ პირებს პაატა ახალაძეს და კონსტანტინე მამისეიშვილს შეხვდა. შეხვედრაზე განიხილეს სოფლის მეურნეობის განვითარების მიმართულებით არსებული ვითარება, ისაუბრეს სოფლის მეურნეობის, კულტურისა და სოციალურ სფეროებში მომავალი თანამშრომლობის გეგმებზე.


ნანახია: 2246-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ელჩთან შეხვედრა მესხიშვილის თეატრში გაგრძელდა
მიმდინარე სამუშაოები სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა დაათვალიერეს.
კომპანია წელიწადში 236 ტონა სხვადასხვა ხარისხის დაფნის ფოთოლს აწარმოებს, რისთვისაც მხოლოდ ადგილობრივ ნედლეულს იყენებს. პროდუქციის
ღონისძიების მიზანს საქართველოში სოფლის მეურნეობის განვითარება და ამ სფეროში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა წარმოადგენს.
იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინიციატივით, სოფლის მეურნეობის სამინისტროს რეგიონული სამმართველოს წარმომადგენლებთან შეხვედრა
ღონისძიების მიზანს საქართველოში სოფლის მეურნეობის განვითარება და აღნიშნულ სფეროში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა წარმოადგენდა.

ამინდი