"სპეციალურმა სერვისებმა" მოწამეთის საკათედრო ტაძრის ეზოში დასუფთავების აქცია ჩაატარა

ა(ა)იპ "'სპეციალურმა სერვისებმა" მოწამეთის საკათედრო ტაძრის ეზოში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე დასუფთავების სამუშაოები განახორციელა. 30-მდე მეეზოვემ საყოფაცხოვრებო ნარჩენებისაგან გაწმინდა ეზო და ტაძრამდე მისასვლელი გზა.
როგორც ა(ა)იპ "სპეციალურ სერვისებში" აცხადებენ, მსგავსი ტიპის გაწმენდითი სამუშაოები სხვადასხვა ეკლესია-მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე სისტემატიურად განხორციელდება.
შეგახსენებთ, რომ მოწამეთას სამონასტრო კომპლექსი მდინარე წყალწითელას ხეობაში მდებარეობს. ტაძრი აგებულია წმინდა ძმების- დავითისა და კონსტანტინეს (მხეიძეების) სახელების უკვდავსაყოფად. დავითისა და კონსტანტინეს წმინდა ნაწილები ეკლესიაში ინახება.
მოწამეთაში მოწამეთობა როგორც სახალხო-რელიგიური დღესასწაული, ყოველწლიურად 15 ოქტომბერს აღინიშნება. ეს ტრადიცია XVIII საუკუნიდან იღებს სათავეს.