იპოთეკარები პარლამენტთან დეპუტატებისათვის მჯდომარე აქციის მოსაწყობად იკრიბებიან
თარიღი : 3-10-2013, 00:00 | კატეგორია: ახალი ამბები

ქუთაისში, პარლამენტის შენობასთან, ამ წუთებში საპატრულო პოლიციის ეკიპაჟებია მობილიზებული. საქართველოს მასშტაბით, სხვადასხვა ქალაქში მცხოვრები იპოთეკური სესხებით დაზარალებული ადამიანები, დღეს პარლამენთან შეკრებასა და ღამის გათევას გეგმავენ, რათა ხვალ საკანონმდებლო ორგანოში მისულ დეპუტატებს მჯდომარე აქციით დახვდნენ.
შეგახსენებთ, რომ იპოთეკური სესხებით დაზარალებული მოქალაქეები ხელისუფლებისაგან გრძელვადიანი, იპოთეკური სესხების გაცემასა და გამოსახლებების დროებით შეჩერებას ითხოვენ.
შეგახსენებთ, რომ იპოთეკური სესხებით დაზარალებული მოქალაქეები ხელისუფლებისაგან გრძელვადიანი, იპოთეკური სესხების გაცემასა და გამოსახლებების დროებით შეჩერებას ითხოვენ.