"ძნელი ყოფილა მისთვის ხმის მიწვდენა,"- რაზე დაწყვიტა გული ბიძინა ივანიშვილმა ქუთაისელებს?
თარიღი : 14-10-2015, 16:41 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

ქუთაისში ტექნოლოგიური უნივერსიტეტის გახსნის საკითხი ისევ აქტუალურია. აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით საინიცივატიო ჯგუფის წევრები იმერეთის გუბერნატორს გივი ჭიჭინაძესა და პარლამენტარებს შეხვდნენ, თუმცა აცხადებენ, რომ კონკრეტული პასუხი არ მიუღიათ.
" გარდა ამისა, წერილი გავუგზავნეთ ბიძინა ივანიშვილს, თუმცა პასუხი არ მიგვიღია. ისიც არ ვიცით, მიაღწია თუ არა წერილმა ადრესატამდე. ძნელი ყოფილა მისთვის ხმის მიწვდენა. უმრავლესობის წევრმა ომარ ნიშნიანიძემ გვითხრა, რომ ბიძინა ივანიშვილი მომხრეა ტექნიკური უნივერსიტეტის ქუთაისში გახსნის, შესაბამისი ბრენდების მხრიდან საკითხით დაინტერესების შემთხვევაში, თუმცა როცა მივაწვდინეთ ისეთი ბრენდი, როგორიცაა ლორენსის უნივერსიტეტი, უპასუხოდ დაგვტოვეს,"-ამბობს საინიცივატიო ჯგუფის ერთ-ერთი წევრი მალხაზ ფხაკაძე.
საინიციაიტივო ჯგუფის წევრთა განცხადებით, ერთ-ერთი მიზეზი რის გამოც ქუთაისში ტექნიკური უნივერსიტეტის გახსნა პრობლემური გახდა, მსოფლიო ბრენდების უარი იყო, რაც ქუთაისში პროფესორ-მასწავლებლების ინგლისური ენის არცოდნის მიზეზით აიხსნა. თუმცა საინიციატივო ჯგუფში ამბობენ, რომ დანებებას არ აპირებენ.
" ეს არ არის ჩვენი ახირება, ეს არის წინასაარჩევნო დაპირება, რომელიც უნდა შესრულდეს. ქალაქს უნდა ჰქონდეს რაღაც ფუნქცია. ეს ქუთაისის გადარჩენისა და გამოცოცხლების ერთადერთი გზაა,"-ამბობს მალხაზ ფხაკაძე.
საინიცივატიო ჯუფის წევრებს ყოფილი პრემიერისგან პასუხის მიღების იმედი ამ დრომდე არ დაუკარგავთ, თუმცა იმასაც ამბობენ, რომ მათი მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში მხარდამჭერებთან ერთად საპროტესტო აქციებით არა მხოლოდ ქუთაისში, თბილისშიც გაიმართება.
თამუნა სხულუხია