ქუთაისის მერია ყოფილ ჩინოვნიკთან ბრძოლაში დამარცხდა

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ქუთაისის მერიას ააიპ სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების ყოფილი მმართველის სოსო გაბრიჩიძის თანამდებობაზე აღდგენა დაავალა. სამსახურში აღდგენის გარდა, ადგილობრივ ხელისუფლებას გაბრიჩიძისათვის იძულებითი განაცდურის ანაზღაურებაც დაევალა.
სოსო გაბრიჩიძე თანამდებობიდან ქალაქის მერის ბრძანებით, მიმდინარე წლის ივნისის თვეში გაათავისუფლეს. მიზეზად კი არადამაკმაყოფილებელი მუშაობა დასახელდა.
ამ დროისათვის უცნობია, გაასაჩივრებს თუ არა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას ქუთაისის მერია. ადგილობრივ ხელისუფლებაში კომენტარს არ აკეთებენ და აცხადებენ, რომ პოზიციას სასამართლოს სარეზოლუციო ნაწილის ჩაბარების შემდეგ მიიღებენ.