სამტრედიაში პარლამენტარ ოთარ ჩრდილელს მამაკაცი ხელში ჩააკვდა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დეპუტატი ოთარ ჩრდილელი სამტრედიაში ახალგაზრდა მამაკაცის დახმარებას შეეცადა, მაგრამ მისი მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა.
როგორც ჩრდილელი ამბობს, მან სასწრაფო სამედიცინო დახმარებაც გამოიძახა, თუმცა, ადგილზე მათი მოსვლის დროს, მამაკაცი უკვე გარდაცვლილი იყო.
„დილით ქუჩაში ახალგაზრდა მამაკაცი პრაქტიკულად ხელში ჩამაკვდა. ხალხსაც ვუხმე, სასწრაფოც გამოვიძახეთ, მაგრამ უკვე გარდაცვლილი იყო. თავსხმა წვიმაში ძირს დავარდნილს, ვერაფერი ვუშველე. ძალიან განვიცადე, უმძიმესი სტრესია“, - წერს სოციალურ ქსელში დეპუტატი ოთარ ჩრდილელი.