ქუთაისის პოლიციის მე-5 განყოფილებაში, „თავისუფალი ზონის“ წევრები დაკითხეს

ქუთაისის პოლიციის მე-5 განყოფილებაში, „თავისუფალი ზონის“ წევრები დაკითხეს.
პოლიციის შენობაში დაბარებულების თქმით, ისინი სამართალდამცავებმა რამდენიმე კვირის წინ, პარლამენტის შენობასთან „რუსთავი 2“ მხარდამჭერების მიერ გამართულ აქციაზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, მოწმის სახით დაიბარეს.
დაკითხვას საია-ს ქუთაისის ფილიალის თავმჯდომარე გიორგი სანტურიანი ესწრებოდა.
პოლიციის მეხუთე განყოფილებასთან „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებიც იყვნენ შეკრებილები.
საპარლამენტო უმცირესობის წევრი გია თევდორაძე, აღნიშნულ დაბარებებს პოლიტიკურ სარჩულს ადებს და აცხადებს, რომ მოქმედ ხელისუფლებას „რუსთავი 2“-ის და, ზოგადად, განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების საპყრობილეებში გამოკეტვა ან მათი დაშინება სურს.