"ჭიათურობა 2015" და ჭიათურის გამგებლის დავალება
თარიღი : 14-10-2015, 11:25 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

ჭიათურაში მუნიციპალიტეტის სახალხო დღესასწაულის- „ჭიათურობა 2015“-ის აღსანიშნავად ემზადებიან. დღესასწაულის ორგანიზებულად ჩატარების მიზნით, მუნიციპალიტეტში შექმნილია სპეციალური კომისია, რომელსაც ჭიათურის გამგებელი სულხან მახათაძე ხელმძღვანელობს. „ჭიათურობის“ სამზადისთან დაკავშირებული საკითხები საგანგებო სხდომაზე განიხილეს დღეს მუნიციპალიტეტში. სხდომას მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაში არსებული აიპიებისა და სიპების ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ. ჭიათურის გამგებელმა სამსახურების ხელმძღვანელებს მაქსიმალური მობილიზებისა და ჩართულობისკენ მოუწოდა.
ტრადიციული, სახალხო დღესასწაული „ჭიათურობა“ მიმდინარე წლის 25 ოქტომბერს ჩატარდება. დღესასწაულის ფარგლებში, 19-დან 25 ოქტომბრის ჩათვლით კვირეულიც გაიმართება, რომელიც სხვადასხვა კულტურული და სპორტული ღონისძიებებით იქნება დატვირთული.