მერაბ კოსტავას გარდაცვალებიდან 26-ე წლისთავი ხარაგაულის რაიონში აღნიშნეს

მერაბ კოსტავას ტრაგიკული გარდაცვალებიდან 26 წელი გავიდა.
კოსტავას გარდაცვალებიდან 26-ე წლისთავი ხარაგაულის რაიონის სოფელ ბორითში აღნიშნეს.
ეროვნული გმირის ტრაგიკული გარდაცვალების ადგილზე აღმართული მემორიალი "კონსერვატიული პარტიის" თავმჯდომარემ ზვიად ძიძიგურმა, ხარაგაულის მაჟორიტარმა დეპუტატმა ნოდარ ებანოიძემ და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა გვირგვინით შეამკეს.
ტრაგედიის ადგილზე მერაბ კოსტავას სახელობის სკვერში მამა მირიან სამხარაძემ ეროვნული გმირის სულის მოსახსენებელი პარაკლისი აღავლინა.
შეგახსენებთ, რომ მერაბ კოსტავა 1889 წლის 13 ოქტომბერს ხარაგაულის რაიონის სოფელ ბორითთან საეჭვო ვითარებაში მომხდარ ავტოავარიაში დაიღუპა.