ტექნოლოგიური უნივერსიტეტის გახსნის მოთხოვნით ქუთაისში შესაძლოა საპროტესტო აქცია გაიმართოს
თარიღი : 13-10-2015, 14:11 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

ქუთაისში, ქალაქში ტექნოლოგიური უნივერსიტეტის გახსნის მოთხოვნით შესაძლოა საპროტესტო აქცია გაიმართოს.
საინიციატივო ჯგუფი მთავრობას და ფონდ „ქართუს“ დამფუძნებელს, რომელიც თბილისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის პროექტს აფინანსებს, მოუწოდებს, შეასრულონ წინასაარჩევნო დაპირება და პასუხი გასცენ ქუთაისის 10 000 მოქალაქეს, რომლებიც ხელმოწერით აფიქსირებენ თავიანთ მოთხოვნას.
„წინააღმდეგ შემთხვევაში ვაპირებთ გავმართოთ მრავალრიცხოვანი საპროტესტო აქცია, რათა ასე მაინც მივაწვდინოთ ხმა დაპირების გამცემთ და ამ პროექტის თაოსნებს,“– აცხადებენ საინიციატივო ჯგუფში.
ჯგუფის ასეთი რეაქცია შაბათს, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას მოჰყვა.
შეხვედრა საქართველოში ტექნოლოგიური ინსტიტუტისა და თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარების სამეცნიერო-საგანმანათლებლო ცენტრის დაფუძნებას შეეხებოდა. მას მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე და ფონდ „ქართუს“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი დაესწრო.
ცნობილი გახდა, რომ საქართველოს მთავრობამ ტექნოლოგიური ინსტიტუტისა და ადრონული თერაპიის მეგაპროექტის გარშემო თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარების სამეცნიერო-საგანმანათლებლო ცენტრის დაფუძნებისა და განვითარების სფეროში თანამშრომლობასთან დაკავშირებით, ბირთვული კვლევების ევროპულ ორგანიზაციასთან, იტალიის ონკოლოგიური ადრონული თერაპიის ეროვნულ ცენტრსა და იტალიის ბირთვული ფიზიკის ეროვნულ ინსტიტუტთან განზრახულობათა ოქმი გააფორმა.
როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, საქართველოში ტექნოლოგიური ინსტიტუტისა და თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარების ცენტრის მშენებლობის პროექტი რევოლუციურია.
"ეს არის საქართველოსთვის მართლაც რევოლუციური პროექტი, რადგან ჩვენი ქვეყანა იქნება მსოფლიოში მეხუთე, სადაც აღნიშნული ცენტრი განთავსდება. ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი საქართველოში მეცნიერების განვითარების მიმართულებით. განსაკუთრებით საინტერესოა, რომ ამ პროექტში ჩაერთვებიან ახალგაზრდა მეცნიერ-თანამშრომლები, მკვლევარები, რაც მათ განვითარების უნიკალურ შესაძლებლობას მისცემს", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ქართველი მეცნიერის, გია დვალის შეფასებითაც, მსგავსი ტიპის პროექტი ნებისმიერი ქვეყნისთვის, მით უმეტეს საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესია, რადგან მას უამრავი ჰუმანური მხარე აქვს.
"დღეს გადაიდგა პირველი ძალიან პატარა, მაგრამ მნიშვნელოვანი ნაბიჯი. მთავარი სირთულეები წინ არის - ურთულესი პროექტია. მის განხორციელებას სჭირდება საერთაშორისო საზოგადოების და ჩვენი პარტნიორების ძალიან ძლიერი თანადგომა და ძალიან დიდი ძალისხმევა ქვეყნის შიგნით. იმედი ვიქონიოთ, რომ დღევანდელ დღეს მოჰყვება წარმატებული გაგრძელება", - განაცხადა გია დვალმა.
ბიძინა ივანიშვილმა კი აღნიშნა: „ორ წელიწადზე მეტია, რაც მე და გია დვალი ამ პროექტით ვართ დაინტერესებულნი. მინდა მადლობა გადავუხადო გიას. ინიციატივა ჩემი იყო, დავუკავშირდი გიას და მისგან მივიღე ძალიან დიდი მხარდაჭერა და სურვილი, რომ საქართველოში შეიქმნას ტექნოლოგიური ინსტიტუტისა და თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარების სამეცნიერო-საგანმანათლებლო ცენტრი.“
ბიძინა ივანიშვილი მთლიანად დააფინანსებს ნახევარი მილიარდი დოლარის ორ პროექტს.
ქუთაისის საზოგადოების ნაწილი აპროტესტებს ტექნოლოგიური უნივერსიტეტის თბილისში გახსნას და კიდევ ერთხელ აცხადებენ, რომ მსგავსი უნივერსიტეტის ქუთაისში გახსნა „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო დაპირება იყო.
„ყველას და განსაკუთრებით ქუთაისელებს კარგად გვახსოვს ბატონი ბიძინას წინასაარჩევნო დაპირება აღნიშნული ინსტიტუტის ქუთაისში დაარსებასთან დაკავშირებით, მაგრამ როგორც ვხვდებით, ამ მიმართულებით ცვლილებები არ არის და ინსტიტუტის დაარსება თბილისში იგეგმება,“ – აცხადებენ საინიციატივო ჯგუფში. მისი წევრების თქმით, თუ ხელისუფლება არ გაითვალისწინებს მათ მიმართვას, აპირებენ ვმრავალრიცხოვანი საპროტესტო აქციის გამართვას, რათა ასე მაინც მიაწვდინონ ხმა პროექტის განმახორციელებლებს.
წინასაარჩევნო პერიოდში, 2012 წელს, ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქად ქცევის დაპირება ქუთაისელებს ბიძინა ივანიშვილმა მისცა.
„ქუთაისში დავაარსებთ საუნივერსიტეტო ქალაქს, ულტრათანამედროვე ტექნოლოგიებითა და ინფრასტრუქტურით. რომელსაც ისეთი მნიშვნელობა ექნება საქართველოში, როგორც გელათის აკადემიას ქონდა დავით აღმაშენებლის დროს,“ –განაცხადა ივანიშვილმა ქუთაისში გამართულ აქციაზე.
commersant.ge