იტვირთება

"სამტრედია-გრიგოლეთის საავტომობილო მაგისტრალის მშენებლობა 9 წელია რაც მიმდინარეობს და ამ მდგომარეობით თითქმის 700 მილიონი ლარით მეტი, ანუ 4-ჯერ უფრო ძვირი გვიჯდება ვიდრე თავიდან იყო გათვალისწინებული"

"სამტრედია-გრიგოლეთის საავტომობილო მაგისტრალის მშენებლობა 9 წელია რაც მიმდინარეობს და ამ მდგომარეობით თითქმის 700 მილიონი ლარით მეტი, ანუ 4-ჯერ უფრო ძვირი გვიჯდება ვიდრე თავიდან იყო გათვალისწინებული"

სამტრედია-გრიგოლეთის საავტომობილო მაგისტრალის მშენებლობა 9 წელია, რაც მიმდინარეობს და ამ მდგომარეობით თითქმის 700 მილიონი ლარით მეტი, ანუ 4-ჯერ უფრო ძვირი გვიჯდება, ვიდრე თავიდან გათვალისწინებული იყო, პროექტის საბოლოო ბედი კი ჯერ კიდევ გაურკვეველია. სახეზეა კორუფციის, დაუდევრობის და გულგრილობის კლასიკური მაგალითი, ასე გამოიყურება ოლიგარქიული მმართველობა, რომლის მთავარი საყრდენიც კორუმპირებული ჩინოვნიკები არიან, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ანტიკორუფციული მიმართულების მდივანმა, ვასო ურუშაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, სამტრედია-გრიგოლეთის მთლიანი მონაკვეთის ღირებულება 2013 წლიდან 2023 წლამდე 3.8 - ჯერ გაიზარდა.

„ზუსტად 6 თვის წინ სამტრედია-გრიგოლეთის საავტომობილო მაგისტრალის მშენებლობის პროცესში რიონზე გადასასვლელი ხიდი ჩაინგრა, ჩვენ გვახსოვს იმ დროისთვის ინფრასტრუქტურის მინისტრის აბსურდული არგუმენტები, რომ თითქოსდა ხიდის ჩანგრევა გამოიწვია უხვი ნალექის შედეგად რიონის ადიდებამ, რამაც თურმე ბოძებს ძირი გამოურეცხა. შემთხვევის ადგილიდან ირაკლი ქარსელაძე მოგვიწოდებდა, რომ არ გამოგვეტანა ნაადრევი დასკვნები, როგორც კი დაიწევდა მდინარე რიონის დონე გატარდებოდა ყველა საჭირო ღონისძიება, დაიდებოდა ექსპერტების დასკვნა და უმოკლეს ვადებში მოხდებოდა დაზიანებული ბურჯის აღდგენა. ნახევარ წელზე მეტი გავიდა ბატონო ირაკლი, რატომ არ დაიწყეთ აღდგენითი სამუშაოები? სად არის ექსპერტების დასკვნა? თუ მდინარე რიონის წყლის დონემ არ დაიწია?


ასევე, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სამტრედია-გრიგოლეთის მთლიანი მონაკვეთის ღირებულება 2013 წლიდან 2023 წლამდე 3.8 - ჯერ გაიზარდა და ვადებში მრავალჯერ გადაიდო.
ჯერ კიდევ 2013 წელი ბიუჯეტის მიხედვით, გზის მშენებლობისთვის 237 მლნ ლარი იყო გამოყოფილი და პროექტი 2016 წელს უნდა დასრულებულიყო.

- [ ] შემდეგ 2017 წელის ბიუჯეტის მიხედვით 633 მლნ ლარით განისაზღვრა და გზის მშენებლობის დასრულების ვადად 2020 წლისათვის გადაიდო.
- [ ] 
2020 წელის ბიუჯეტით, საავტომობილო გზის მშენებლობისთვის ჯამში 812 მლნ ლარი იყო უკვე განსაზღვრული და პროექტი 2022 წლის ბოლოს უნდა დასრულებულიყო.

ბოლოს 2023 წელის ბიუჯეტის მიხედვით, გზის მონაკვეთის მშენებლობისთვის ჯამში 903 მლნ ლარია გათვალისწინებული და დასრულების თარიღმა კიდევ ერთი წლით 2024 წლამდე გადაიწია, ამ ვითარებაში კი უკვე პროგნოზის გაკეთებაც შეუძლებელია.
სამტრედია-გრიგოლეთის საავტომობილო მაგისტრალის მშენებლობა 9 წელია რაც მიმდინარეობს და ამ მდგომარეობით თითქმის 700 მილიონი ლარით მეტი, ანუ 4-ჯერ უფრო ძვირი გვიჯდება ვიდრე თავიდან იყო გათვალისწინებული, პროექტის საბოლოო ბედი კი ჯერ კიდევ გაურკვეველია.

სახეზეა კორუფციის, დაუდევრობის და გულგრილობის კლასიკური მაგალითი, ასე გამოიყურება ოლიგარქიული მმართველობა, რომლის მთავარი საყრდენიც კორუმპირებული ჩინოვნიკები არიან“, - განაცხადა ვასო ურუშაძემ.


ტეგები:

Facebook - კომენტარები