Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

სახელმწიფომ საცურაო აუზის გამრემონტებელი ფირმა ანაზღაურების გარეშე დატოვა

თარიღი : 13-10-2015, 13:17 | კატეგორია: ახალი ამბები, სამართალი   
topnews.com.ge
"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ქუთაისის ფილიალმა" მის წარმოებაში არსებული კიდევ ერთი საქმე მოიგო. მოქალაქე, რომელსაც საჯარო სკოლის აუზის გასახდელის სარემონტო სამუშაოები იძლებით ჩაატარებინეს, ანაზღაურებას მიიღებს. ადვოკატის დახმარებით, სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს“ მოქალაქის სასარგებლოდ დაეკისრა უსაფუძვლო გამდიდრების საფუძველზე მიღებული ქონების ღირებულების გადახდა.

აღნიშნული საქმის ადვოკატის თქმით, ქუთაისში არსებული ერთ-ერთი კომპანიის წინაააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე იყო აღძრული, რის გამოც, სასამართლოს დადგენილებით, კომპანიის ხელმძღვანელს ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა, ჯარიმა და ორი წლიანი პირობითი სასჯელი მიესაჯა. აღნიშნულმა პიროვნებამ ორ ობიექტზე სამუშაოების განხორციელებასთან დაკავშირებით ზეპირი დაკვეთა მიიღო. ერთ-ერთი ობიექტი სკოლის აუზი, რომელიც სარემონტო სამუშაოებს საჭიროებდა, ხოლო სამუშაოების დამკვეთი ადგილობრივი თვითმმართველობა იყო. კომპანიამ შეასრულა დავალება, თუმცა ანაზღაურება არ მიუღია.

"რეალურად იყო შესრულებული სამუშაო, გაწეული იყო სამუშაოს ღირებულება, მაგრამ არ არსებობდა არც ქაღალდზე არსებული დაკვეთა, არ არსებობდა არც ხელშეკრულება ნარდობაზე, არც მიღება-ჩაბარების აქტი. რადგანაც არ არსებობდა ხელშეკრულება, ჩვენ ვიდავეთ იმ კუთხით, რომ რადგანაც ეს ქონება იყო ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე, მოპასუხედ ჩაერთო ქონების მართის სააგენტო. მას შემდეგ რაც რეალურად დადასტურდა დაკისრებული სამუშაოს შესრულების ფაქტი, აშკარა გახდა, რომ შენობით სახელმწიფო გამდიდრდა, ხოლო იმ თანხის გადახდა, რითაც ის გამდიდრდდა, ქონების მართვის სააგენტოს დაეკისრა,"-ამბობს საია-ს ქუთაისის ფილიალის ხელმძღვანელი გიორგი სანტურიანი.

თამუნა სხულუხია


ნანახია: 2921-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ამ დროისათვის უცნობია გაასაჩივრებს თუ არა დამსაქმებელი სასამართლოს აღნიშნულ გადაწყვეტილებას.
საია-ს ქუთაისის ფილიალმა 2015 წლის იანვრიდან დღემდე ოჯახში ძალადობის 10 საქმეზე იმუშავა.
2014 წლის 14 სექტემბერში, ერთ-ერთ შპს-სა და ზ. ბ.-ს შორის გაფორმდა შრომითი ხელშეკრულება, რომლის თანახმად ზ.ბ. დასაქმდა
სანტურიანი, რომელიც საია-ს ქუთაისის ფილიალის იურისტია, ფილიალის თავმჯდომარედ ერთი წლის განმავლობაში იმუშავებს.

ამინდი