Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

"ვინმეს რამე დაგიშავდათ ქუთაისში ჩატარებული ზასტაველობა-კარიბჭობის ღონისძიებით?"

თარიღი : 13-10-2015, 11:33 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა   
topnews.com.ge
"ზასტავა 2015"-ის აღნიშვნასთან დაკავშირებულ კრიტიკას გამარჯვების ოლქის მაჟორიტარი ნატო ქათამაძე პასუხობს. მაჟორიტარის განცხადებით, დღესასწაული ადგილობრივი მოსახლეობის მონაწილეობით ერთი ლამაზი საღამო იყო.

"მინდა დაგეკითხოთ ყველას, განურჩევლად პარტიულობისა და გემოვნებისა. ვინმეს რამე "დაგიშავდათ" ქუთაისში, გამარჯვების" ოლქში სულ ახლახან ჩატარებული ზასტაველობა-კარიბჭობის ღონისძიებით? ეს იყო ერთი ლამაზი საღამო ადგილობრივი მოსახლეომის მონაწილეობით. ვისაც მოგწონთ, მოგვილოცეთ უბნის დღესასწაული (ყველაფერს პოლიტიკას ნუ აწერთ) და ვისაც არ მოგწონთ, თქვენ გააკეთეთ უკეთესი, გიშლით ვინმე? ძირითად "მაკრიტიკებლები" ის ხალხი არიან, ვინც, წლების უკან ან თავად იყვნენ ადგილობრივ ხელისუფლებაში ან მათი ოჯახის წევრები და არათუ გაუკეთებიათ რამე, მათი ხმაც კი არავის გაუგონია და ახლა აპირებენ თავის "გამოჩენას"?. ბატონებო, ქალბატონებო, კიდევ ერთხელ უმორჩილესად გთხოვთ, საკუთარი პიარისთვის სხვის ანტიპიარს ნუ ეწევით, თორემ ბევრი მინახავს სხვისთვის ორმოს გამთხრელები მერე იმ ორმოში აღმოჩენილნი. ვინც ცდილობთ ამ ბინძური მეთოდებით ჩვენს შავ პიარს, ყველამ გაიხსენეთ თქვენი წარსული და თუ ამნეზია დაგემართად და არ გახსოვთ არ "დაგზარდებით" და მე "გაგახსენებთ.." არ მინდოდა ამის დაწერა მაგრამ...," - წერს ნატო ქათამაძე.

ცნობისთვის, "ზასტაველობი"-ს დღესასწაული ქუთაიაში 10 წლის შემდეგ, მაჟორიტარის ინიციატივით აღდგა. დღესასწაულის მთაცარ ნაწილს, სხვადასხვა ღონისძიების გარდა, "საპატიო ზასტაველები"-ს დასახელებაც წარმოადგენდა.


ნანახია: 4067-ჯერ

მსგავსი სიახლეები
დღესასწაულის აღნიშვნის ინიციატორი ქუთაისის საკრებულოს წევრი და უბნის მაჟორიტარი ნატო ქათამაძეა.
გამარჯვების მაჟორიტარი დეპუტატის ნატო ქათამაძის ინიციატივით აღდგენილი დღესასწაული, დღეს 17:00 საათიდან დაიწყო. ღონისძიება
"ქუთაისში, ყველაზე ორიგინალური თოვლის ბაბუა "ზასტაველია",- ამგვარი სახელწოდებით აქვეყნებს სოციალურ ქსელ facebook-ში პოსტს
ქუთაისის ერთ-ერთი კონკრეტული უბნის დღესასწაულის აღნიშვნის ტრადიიციის 10 წლის შემდეგ აღდგენის იდეა გამარჯვების ოლქის მაჟორიტარს
"ზასტაველობი"-ს აღდგენას სოციალურ ქსელში აფასებენ.

ამინდი