"რა იქნება ხვალ? არც არაფერი. მხოლოდ სუფრასთან არ ავიწყდებათ ქუთაისი"
თარიღი : 13-10-2015, 11:03 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა

არასამთავრობო ორგანიზაცია "ევროპა ჩვენი სახლია" NDI-ს კვლევის შედეგებს აფასებს. აღნიშნული კვლეევების მიხედვით, გამოკითხულთა მხოლოდ 20% მიიჩნევს, რომ პარლამენტი უნდა მდებარეობდეს ქუთაისში. "ევროპა ჩვენი სახლია"-ს თავმჯდომარე გია გოქაძე ცთვლის, რომ შედეგი საკითხის მიმართ ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის დამოკიდებულებამ გამოიწვია.
"რამ მიიყვანა ამ მდგომარეობამდე მოსახლეობა, ძნელი არაა ამის გარკვევა. პირველ რიგში, ბიძინა ივანიშვილის ნეგატიური დამოკიდებულება საკითხის მიმართ. თან ამას ხელ უწყობდა მისი პიროვნული მტრობა მიხეილ სააკაშვილთან და ყველაფერთან, რაც მასთან ასოცირდებოდა. მეორეს მხრივ, ოპოზიციის უპრინციპობამაც, რომელიც დაჰყვა "ქართული ოცნების" ძალადობას კონსტიტუციაზე და კომიტეტის სხდომებს ესწრება ე.წ. "თბილისის პარლამენტში". ასევე, მოსახლეობის არაინფორმირებულობამ იმის შესახებ, თუ როგორ უნდა ფუნქციონირებდეს და როგორ ფუნქციონირებს კონსტიტუციის გვერდის ავლით პარლამენტი, რაზეც დამატებით 30 მლნ ლარი იქნა დახარჯული.
ასევე მნიშვნელოვანი მიზეზი ის არის, რომ ქუთაისს პოლიტიკური ისტებლიშმენტი ჰყავს ძალიან სუსტი, ფაქტიურად, არც ჰყავს.ადგილობრივ ოპოზიციას თაავისუფლად შეეძლო მოეწვია რიგგარეშე საკრებულოს სხდომა და დღის წესრიგში შეეტანა მხოლოდ ერთი საკითხი--პარლამენტის საკითხი, მაგრამ ესეც არ გააკეთეს, მიუხედავად ჩვენი-ორგანიზაცია "ევროპა ჩვენი სახლია"-ს თხოვნისა და მოწოდებისა. არც საპროტესტო აქცია გამართეს ამ საკითხთან დაკავშირებით.
ქუთაისის მერი კი არ აღმოჩნდა ქალაქის მოკავშირე ამ საკითხის დადებითი გარემოს შექმნაში. ვისაც სურდა ამ საკითხის დაცვა ან დევნაშია ან დაპატიმრებულია ან ძალიან ცოტაა რიცხოვრიბავად (მოძრაობა დაიცავი კონსტიტუციის 48-ე მუხლი), ხოლო ვისაც ევალებოდა კონსტიტუციის დაცვა, ის არ აღმოჩნდა მზად.
რას ვითხოვთ მოსახლეობისგან, როცა მზაობას ამ საკითხის მიმართ არც ერთი მხარე არ ავლენს. სამწუხაროდ, საქართველოს კონსტიტუცია და ქუთაისი აღმოჩნდა მარტო. მხოლოდ ესაა, რომ სუფრასთან არ ავიწყდებათ ქუთაისი. რა იქნება ხვალ? არც არაფერი, რადგან კვლევის შედეგებს პარტიები ყურადღებას აქცევენ და თბილისის შენობაში განთავსებული ე.წ.თბილისის პარლამენტიც ფუნქციონირებს.
ჩვენი მოწოდება იგივეა: "კვლევებს შეეშვით და დაიცავით კონსტიტუცია"," - აცხადებს გია გოქაძე.