ქუთაისში ცნობილ კალათბურთელებს ნიკოლოზ დერიუგინსა და ზურაბ გრძელიძეს ვარსკვლავი გაუხსნეს
თარიღი : 12-10-2015, 20:16 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება

ქუთაისის სპორტის სასახლესთან ვარსკვლავური ხეივნი გახსნა.
პირველი ვარსკვლავი ქუთაისმა ამ ქალაქში დაბადებულ სპორტსმენებს ნიკოლოზ დერიუგინსა და ზურაბ გრძელიძეს გაუხსნა.
ღონისძიებას ქუთაისის მერი შოთა მურღულია დაესწრო და სიტყვით მიმართა შეკრებილ სპორტსმენებს.
ნიკოლოზ დეირუგინი დაიბადა 1959 წლის 30 აპრილს ქუთაისში. იყო მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონი, ოლიმპიური თამაშების ბრიჯნაოს პრიზიორი, ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი, საკონტინენტთაშორისო თასის მფლობელი, საქართველოს ჩემპიონი, ბრინჯაოს პრიზიორი, სსრკ ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი სპორტის დამსახურებული ოსტატი და საქართველოს ჩემპიონატის საუკეთესო კალათბურთელი.
ზურაბ გრძელიძე საქართველოს ჩემპიონი, ევროპის დინამიადის ჩემპიონი, პანამერიკული ტურნირის საუკეთესო მოთამაშე. ევროპის ჩემპიონი და სიმბოლური ხუთეულის წევრი, საბჭოთა კავშირის ჩემპიონი ახალგაზრდებს შორის, თბილისის "დინამოს“ ძირითადი შემადგენლობის წევრი, საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი. წლების განმავლობაში თამაშობდა ლეგენდარული კალათბურთელების გვერდით.