ქუთაისელი მეტალურგები ხელფასის მოთხოვნით დამსაქმებელს სასამართლოში უჩივიან

ქუთაისში მდებარე ქართულ-ინდური მეტალურგიული ქარხანა "ჰერკულესი"-ს თანამშრომლები საწარმოს ადმინისტრაციას უპირისპირდებიან და სახელფასო დავალიანების ანაზღაურებას ითხოვენ. საუბარია 2014 წლის მაის-ივნისის თვეების დავალიანებაზე. კუთვნილი ხელფასების მისაღებად მეტალურგებმა დახმარება საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების იმერეთის ოფისს სთხოვეს. საქმეზე განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე წლის 22 ოქტომბერს არის ჩანიშნული.
"ყველამ კარგად იცის, რომ "ჰერკულესი"-ს ადმინისტრაციასთან 2010 წლიდნ გვაქვს დავა ქარხნაში არსებული პრობლემების გამო. ერთი სასამართლო დავა მოვიგეთ და მეორე წამოვიწყეთ სახელფასო დავალიანებებთან დაკავშირებით. დიდი იმედი გვაქვს, რომ კიდევ მივაღწევთ გამარჯვებას. ჩვენ, პროფკავშირები ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ თითოეული დასაქმებული ღირსეულ პირობებში შრომობდეს," - ამბობს პროფკავშირების იმერეთის ოფისის წარმომადგენელი ემილო გუმბერიძე.
პროფკავშირების ინფორმაციით, "ჰერკულესი"-ს მიერ თანამშრომლების მიმართ არსებული დავალიანება დაახლოებით 25 000 ლარს შეადგენს, თუმცა შესაძლოა მომჩივანი მეტალურგების რიგები კვლავ გაიზარდოს, რაც ანალოგიურად, დავალიანების ზრდასაც გამოიწვევს.