სერგო რატიანი:ბიძინა ივანიშვილს სამოქალაქო პატრიარქის როლის მორგება სურს
თარიღი : 2-10-2013, 18:39 | კატეგორია: პოლიტიკა

საპარლამენტო უმცირესობის წევრის სერგო რატიანის თქმით, მას საერთოდ ვერ წარმოედგინა, თუ ქვეყნის მთავრობის პირველ პირს ჟურნალისტებთან მსგავსი ტონით შეეძლო ლაპარაკი. ეს განცხადება რატიანმა ივანიშვილისა და ჟურნალისტების შეხვედრის შემდეგ გააკეთა.
„ეს შეხვედრა უფრო საქმის გარჩევას ჰგავდა. ბიძინა ივანიშვილს სამოქალაქო პატრიარქის როლის მორგება სურს. პრემიერს სურს თავი აარიდოს პასუხისმგებლობას. მაგრამ ასევე სურს აკონტროლოს არა მხოლოდ ხელისუფლება, არამედ საზოგადოებაც. მას სამოქალაქო პატრიარქის როლის შესრულება სურს. როდესაც ოლიგარქს სურს აკონტროლოს ერთის მხრივ ხელისუფლება და მეორეს მხრივ საზოგადოება, მედია, ჩვენს ეს ფილმი ნანახი გვაქვს. ეს არის ,,ნათლიმამა“. მას სურს იყო საქართველოს ,,ნათლიმამა,“- ამბობს რატიანი.
შეგახსენებთ, რომ დღეს ივანიშვილი მედიის წარმომადგენლებს შეხვდა, რომლებიც გააკრიტიკა.