ქუთაისში ადმინისტრაციულ ერთეულებს შორის გამართული ჩემპიონატის გამარჯვებული ცნობილია
თარიღი : 12-10-2015, 11:51 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება

ქუთაისში ,,სპორტული კვირეული 2015-ის ღია საქალაქო ჩემპიონატი ადმინისტრაციულ ერთეულებს შორის“ დასრულდა. ღონისძიება ერთი კვირის განმავლობაში სპორტის 5 სახეობაში: მინი-ფეხბურთში, კალათბურთში, მაგიდის ჩოგბურთში, მძლეოსნობასა და ჭადრაკში მიმდინარეობდა. გამარჯვებულებს და პრიზიორებს თასები, მედლები და დიპლომები ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ გადასცა. ყველაზე წარმატებულად ტურნირზე ქალაქ-მუზეუმის ადმინისტრაციულმა ერთეულმა იასპარეზა. გუნდის წევრებმა ფეხბურთსა და კალათბურთში პირველი ადგილი დაიკავეს და შესაბამისად გარდამავალ თასსაც დაეუფლნენ. ღონისძიება, რომელიც სპორტის განყოფილების მიერ დაიგეგმა, ყოველწლიურს ხასიათს მიიღებს.