ქალზე ძალადობის გაზრდილი ფაქტები და აკრძალვები მოძალადე მეუღლეებს

მიმდინარე წლის სექტემბრის თვეში "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" ქუთაისის ფილიალმა ქალთა ძალადობასთან დაკავშირებული ორი საქმე მოიგო. ორივე ოჯახში ძალადობის ფაქტს ეხებოდა.
"ერთი საქმე შეეხებოდა ტყიბულის რაიონში მომხდარ ფაქტს, როდესაც მოძალადე სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა, ფიზიკურად ძალადობდა და ემუქრებოდა მეუღლეს, ხოლო მეორე საქმე ქუთაისში ოჯახური ძალადობის საქმეს წარმოადგენდა. ამ შემთხვევაშიც მოძალადე მეუღლეს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა, სისტემატიურად ემუქრებოდა, ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად ძალადობდა მასზე. ძალადობის ორივე ფაქტი დადასტურდა და სასამართლომ ორივე შემთხვევაში იდენტური განაჩენი გამოიტანა. მოძალადეებს 6 თვის ვადით აეკრძალათ მეულეების სახლთან მიახლოება, ყოველვარი კომუნიკაცია, აეკრძალათ ასევე ფსიქოლოგიური ძალადობა და იძულების გამოყენება,"- ამბობს საია-ს ქუთაისის ფილიალის ხელმძვანელი გიორგი სანტურიანი.
საია-ს ქუთაისის ფილიალმა 2015 წლის იანვრიდან დღემდე ოჯახში ძალადობის 10 საქმეზე იმუშავა. აქედან 9 საქმის განხილვა მსხვერპლისთვის დადებითად დასრულდა და ცხრავე შემთხვევაში გამოიცა მოძალადისაგან დამცველი ორდენი. ერთიი საქმის განხილვა კი ამჟამად მიმდინარეობს.
საია-ს ქუთაისის ფილიალის მონაცემებით, ძირითადად დასტურდება ქალზე ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის, ასევე მუქარის შემთხვევები.
"წინა წელთან შედარებით ქალზე ძალადობის ფაქტები გაზრდილია,"-აცხადებს გიორგი სანტურიანი.
თამუნა სხულუხია