"ქუთაისმა უარი თქვა პარლამენტზე და მიიღო ზასტაველობა"
თარიღი : 11-10-2015, 23:23 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება

არასამთავრობო ორგანიზაცია "ევროპა ჩვენი სახლია" "ზასტაველობა"-სა და "საპატიო ზასტაველები"-ს დასახელებას ეხმიანება. ორგანიზაციაში ქუთაისის ერთ-ერთი უბნის დღესასწაულის აღნიშვნის აღდგენის იდეას იწუნებენ. გთავაზობთ განცხადებას:
"პარლამენტის წართმევის შემდეგ, მას მერე რაც დაპირებული საუნივერსიტეტო ქალაქის იდეა ბლეფი აღმოჩნდა, ინდუსტრიის აღორძინებაც წარსულს ჩაბარდა და ყველა დაპირება შეუსრულებელია, მას მერე რაც ქუთაისელმა ემიგრანტებმა ათენში, სალონიკსა და რომში ჩალაგებული ჩანთები ისევ ამოალაგეს თითქოს იმედის ბოლო ნაპერწკალი კვდებოდა. თუმცა მოულოდნელი ხსნა ქუთაისელი მეოცნებეების ტვინში მომწიფდა. ქუთაისი გადარჩება, ქუთაისი აყვავდება, ქუთაისი იამაყებს, იმიტომ რომ ისტორიული სამართლიანობის აღდგენას "ზასტაველობის ბრწყინვალე დღესასწაულის" აღნიშვნის ტრადიციის განახლება მოჰყვა.
დღევანდელი დღიდან აღარ დარდობს ქუთაისი, "ზასტაველობის" აღნიშნვნა ამის უფლებას არ იძლევა. ყველაზე ბედნიერი ლევან ბერძენიშვილია–ის ხომ საპატიო ზასტაველია. როგორ უყვარდა ლევანს ქუთაისი, როგორც საპარლამენტო დედაქალაქი, მისი ამაგი დღეის შემდეგ მოიმატებს მისი ახალი სტატუსი სხვა გზას არ იძლევა.
ზასტავა –რუსული სიტყვაა და საგუშაგო კარიბჭეს ნიშნავს. აღმოჩნდა, რომ ჩვენდა სამარცხვინოდ ეს დღე კარიბჭეა სიბნელესა და სინათლეს შორის. ქუთაისმა უარი თქვა პარლამენტზე და მიიღო "ზასტაველობა,"-ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.
ცნობისთვის, ქუთაისში "ზასტავა 2015" სხვადასხვა ღონისძიებით 11 ოქტომბერს აღნიშნეს.