Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

"სრულიად უცხო ადამიანმა 15 წლის ასაკში გამიტაცა და გამაუპატიურა"

თარიღი : 11-10-2015, 21:31 | კატეგორია: ახალი ამბები, სტატიები   
topnews.com.ge
"ერთხელ უკვე ვცადე თავის მოკვლა, სიკვდილისგან გამვლელებმა მიხსენეს, მაგრამ თუ ვერ ვიპოვე სამართალი, თუ არ დაისაჯა კაცი, რომელმაც ცხოვრება ჯოჯოხეთად მიქცია, თავს არ ვიცოცხლებ, თავს დავიწვავ და დავისვენებ ამ უსამართლობისგან", - გვითხრა ახალგაზრდა ქალმა, რომელმაც მანამდე რედაქციაში წერილი მოგვწერა და მისი საქმით დაინტერესება გვთხოვა. ირინა ჯიმშელეიშვილი აცხადებს, რომ ის 15 წლის ასაკაში მასზე ბევრად უფროსმა, უცხო მამაკაცმა გააუპატიურა, თუმცა ამისთვის არავინ დასჯილა.

ირინა ჯიმშელეიშვილი:

- წლებია ვითხოვ საქმის გამოძიებას, მაგრამ არ დაადგა საშველი. დღემდე თაროზე აქვთ შემოდებული ეს საქმე, როცა მივდივარ გამომძიებელთან, ის დამცინის. მართალია უკვე დიდი დრო გავიდა მომხდარიდან, მაგრამ დამნაშავემ ხომ უნდა აგოს ოდესმე პასუხი? 1990 წელი იყო, მაშინ მე-8 კლასის მოსწავლე ვიყავი. ქუთაისში ჩემი სახლიდან გამოვედი და მამასთან მივდიოდი. ჩემი მშობლები დაშორებულები იყვნენ, ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე მოულოდნელად თავს დამესხნენ, მანქანაში შემაგდეს და გაურკვეველი მიმართულებით წამიყვანეს. ვყიროდი, ისინი გაჩუმებას მთხოვდნენ, თუ ხმას ამოვიღებდი, მოკვლითაც მემუქრებოდნენ. შეიარაღებულები იყვნენ. ერთ-ერთ სოფელში ვიღაცის სახლში მიმიყვანეს, იარაღის მუქარით გამომიყვანეს მანქანიდან, რამდენიმე საათი იქ გავატარე. შიშით ხმამაღლა ვერ ვტიროდი. ვთხოვდი ეთქვათ, ჩემგან რა უნდოდათ. ისიც ვუთხარი სად შეიძლებოდა მამაჩემის ნახვა, შეიარაღებული პირები მამაჩემის სანახავად წავიდნენ. ვიფიქრე, მამას ფულს სძალავდნენ და იმიტომ გამიტაცეს. მალევე მანქანაში ისევ ძალით ჩამსვეს და სოფელ ჭოლევში წამიყვანეს. მერე გავიგე, რომ ვინმე ხვიჩას ოჯახში მივუყვანივართ.

სახლში გოჩა ცნობილაძე და მისი დედა იყვნენ. არც ერთს არ ვიცნობდი. გოჩა ცნობილაძე სრულიად უცხო ადამიანი იყო ჩემთვის, ცხოვრებაში ნანახიც არ მყავდა. ჩემზე ბევრად უფროსი იყო. 15 წლის ბავშვს სასტიკად მომექცა, მეძალავა, ვხედავდი გაუპატიურებას ცდილობდა, წინააღმდეგობას უწევდი, ამას როგორ ბედავო და მცემა კიდეც, მერე გამაუპატიურა. მხეცივით იქცეოდა... მერე ჩემმა მშობლებმა მომაგნეს იქ და სახლში წამომიყვანეს. თავიდან საჩივარი არ შეგვიტანია
პოლიციაში, რადგან ისინი გვემუქრებოდნენ, - დაგხოცავთო, - მოგვიანებით ვიჩივლე, მაგრამ დღემდე თაროზე უდევთ ძალოვნებს ეს საქმე.

პოლიცია დამცინის, მეუბნებიან დავკითხეთ ცნობილაძე და მას თურმე შენი ცოლად შერთვა სურდაო. გოჩა ცნობილაძე იმ დროს დაქორწინებული არ ყოფილა, მაგრამ საცოლე ჰყავდა. ჩემი გაუპატიურებიდან რამდენიმე დღეში თანასოფლელი გოგო ცოლად შეირთო.

უსამართლობის განცდა საშინელებაა, ქუთაისში პარლამენტის შენობის წინ თავის მოკვლა ვცადე. ბენზინი გადავისხი, მაგრამ მაშინ გადამარჩინეს. ამის შემდეგ მივიღე შეტყობინება, რომ პროკურორი გიორგი ცხოვრებაძე მიბარებდა. მივედი პროკურატურაში, სამი საათი ველოდებოდი მისაღებში, როგორც იქნა მის კაბინეტში შევედი. მაგიდაზე ფეხები ეწყო. ფეხიც კი არ ჩამოუწევია ძირს, მითხრა, აბა მითხარი, თავის დაწვა რატომ გინდოდაო, რომ მოვუყევი მიზეზი, მომიბრუნდა და მითხრა, ახლა იმათი სახელი და გვარები ჩამომიწერე, ვინც თავის

მოკვლაში ხელი შეგიშალა და მათ უმკაცრესად დავსჯიო. ასეთი ცინიკური იყო პროკურორის დამოკიდებულება, გამოვედი მისი კაბინეტიდან და უკან მომაძახა, თუ არ დაწყნარდები, საგიჟეთში გამოგამწვდევო.

სამართლის პოვნის იმედი უნდა მქონდეს ამ ქვეყანაში? შეიძლება პროკორორი ასე მოექცეს გამწარებულ ადამიანს?

მართალია დიდი დრო გავიდა ჩემი გაუპატიურებიდან, ალბათ ბევრი იმასაც იტყვის, ახლა რატომ ლაპარაკობსო. მაგრამ მე არ გავჩერებულვარ, სულ ვითხოვდი დამნაშავის დასჯას. გოჩა ცნობილაძემ ცხოვრება დამინგრია. თქვენ ვერ წარმოიდგინეთ რა არის ძალადობა. განადგურებული ვარ, კარგა ხანი სახლიდანაც არ გავდიოდი, ისე ვიყავი დათრგუნული. მე-8 კლასელი გოგონა რომ ხდები ძალადობის მსხვერპლი, ეს საშინელებაა. იმხელა სტრესი იყო ჩემთვის, კარჩაკეტილად ვცხოვრობდი. მეზობლის დანახვაც არ მინდოდა. სულ ვფიქრობდი, ვინც გაიგებდა, ყველა დამცინებდა. თუ დამნაშავეს არ დასჯიან, მაშინ მე თავს მოვიკლავ, სხვა გზა არ დამიტოვეს. იქნებ რომელიმე უფლებადამცველი ორგანიზაცია დამიდგეს გვერდით, იმის საშუალებაც კი არ მაქვს ადვოკატი ავიყვანო და ასე შევებრძოლო ამ უსამართლობას. სიმართლე მინდა დადგინდეს და დამნაშავე დაისაჯოს.

როგორც ირკვევა საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს. პროკურორის ხელმოწერილ დოკუმენტში ვკითხულობთ: კონკრეტული პირი რომ მიეცეს სისხლის სამართლის პასუხისგებაში, ამისთვის გარდა ირინე შიმშელეიშვილის ჩვენებისა, საკმარისი მტკიცებულებები არ არსებობს და ჯიმშელეიშვილის ჩვენების სარწმუნოობის შესაფასებლად ექსპერტიზის ჩატარება არის საჭირო, ის კი უარს ამბობს ექსპერტიზის ჩატარებაზეო.

გამოძიებას მოწმის სახით დაკითხული ჰყავს გოჩა ცნობილაძე. ის თავის ჩვენებაში არ უარყოფს ირინა ჯიმშელეიშვილთან სქესობრივ კავშირს, მაგრამ მისი მონათხრობი აბსოლუტურად განსხვავდება ირინას ჩვენებისგან.

გოჩა ცნობილაძე განმარტავს, რომ ნათესავთან, გულიკო გაგოშიძესთან ერთად მივიდა თინათინ რეხვიაშვილის სახლში, რათა გაეცნო თინათინის ქალიშვილი ირინა და შემდგომ ისინი დაქორწინებულიყვნენ:

- გავიცანით ერთმანეთი და პერიოდულად მივდიოდი მათთან სახლში. იმავე წელს, ზუსტად თვე და რიცხვი არ მახსოვს, ერთ დღეს ტაქსით მივედი გულიკო გაგოშიძესთან და მის მეუღლესთან, ამჟამად გარდაცვლილ ხვიჩა ქორიძესთან ერთად, ირინას სახლში. ირინას დედას, თინათინს ვუთხარით, რომ მისი ქალიშვილის ცოლად შერთვა მინდოდა და ტაქსით წამოვიყვანეთ ირინა. მართალია, ირინამ არ იცოდა ეს ამბავი, მაგრამ გზაში გაიგო მისი ცოლად შერთვა რომ მინდოდა, არანაირი წინააღმდეგობა არ გაუწევია. ჯერ მამიდაჩემის სახლში მივიყვანე, (ცნობილაძის მამიდაც უკვე გარდაცვლილია. - ავტ.) იქ გაიშალა სუფრა და აღვნიშნეთ ჩვენი ოჯახის შექმნა, იმავე ღამით წავედით ჩემს სახლში, სოფელ ჭოლევში და ირინასთან ნებაყოფლობით დავამყარე სქესობრივი კავშირი. მეორე დღეს მოვიდნენ ჩვენთან ირინას მამა, ბებია და ნათესავები, ხოლო მესამე დღეს დედამისიც მოვიდა და მოგვილოცა დაქორწინება. ქორწინებიდან ერთი კვირა იყო გასული, როდესაც ირინამ მთხოვა დედამისთან წამეყვანა და წავიყვანე. ირინა დედასმისთან დავტოვე, რამდენიმე დღის შემდეგ წამოსაყვანად რომ მივაკითხე მამამისმა და ბებიამ განმიცხადეს, რომ ირინა მათთან დარჩებოდა და მე არ გამომყვებოდა. ვესაუბრე მის ოჯახის წევრებს, რომ ირინა ჩემს სახლში გამოეშვათ, მაგრამ ისინი ვერ დავიყოლიე და ამის შემდეგ ერთმანეთს დავშორდით.

ანალოგიური შინაარსის ჩვენება მისცა გამოძიებას ცნობილაძის ძმამაც. გამოძიებას არ დაუკითხავს ცნობილაძის მიერ დასახელებული გულიკო გაგოშიძე, რადგან ის საზღვარგარეთ იმყოფება. ასეთ ფაქტს კატეგორიულად უარყოფს ჩვენთან საუბარში ირინას დედა, ქალბატონი თინათინი. იგი ირწმუნება, რომ მისი შვილი ქუჩიდან გაიტაცეს და არანაირი მოლაპარაკება მასთან არ ყოფილა.

ვისი ჩვენებაა უფრო სარწმუნო და რა მოხდა რეალურად, ეს გამოძიებას უნდა დაედგინა. აშკარაა, გამოძიება არ ცდილობს ჭეშმარიტების დადგენას. ის ჯიმშელეიშვილის ფსიქიურ მდგომარეობას ეჭქვეშ აყენებს. საქმეში დევს ქუთაისის ფსიქიური ჯანმრთელობის ცენტრის ცნობა, რომ ირინა ჯიმშელეიშვილი იმყოფება აღრიცხვაზე ასთენო-დეპრესიული სინდრომის დიაგნოზით. ამ ცნობის საფუძველზე გამოძიებამ სცადა ფსიქიატრიულ- ფსიქოლოგიური ექსპერტიზა ჩაეტარებინა ირინა ჯიმშელეიშვილისთვის, თუმცა მან ამაზე კატეგორიული უარი თქვა. ირინა უარის თქმის მიზეზსაც განმარტავს, ამბობს, რომ ის საქმის გამომძიებელ პროკურორს არ ენდობა და ამიტომ ამბობს უარს ექსპერტიზაზე. "ცდილობენ ახლა გიჟად შემრაცხონ, ვადასტურებ, ამ წლების განმავლობაში უდიდესი სტრესი მივიღე და საშინლად განვიცდიდი ყველაფერს. დეპრესიშიც ვიყავი და ექიმთან მივედი, რათა მდგომარეობიდან გამოვსულიყავი. მაგრამ ახლა დამამშვიდებლებსაც კი არ ვსვამ, არ ვარ გიჟი, სამართალს ვეძებ. იმ პროკურორს როგორ ვენდო,რომელმაც მითხრა დამანახე ის ხალხი, ვინც თავის მოკვლაში ხელი შეგიშალაო, მითხარით, ის სიმართლეს დაადგენს? აქ სადაო არაფერია. მე რომ გაუპატიურებული ვარ, ამას ცნობილაძეც ადასტურებს თავის ჩვენებაში, ის ასეთი ჩვენებით ცდილობს თავი აარიდოს სასჯელს და მოწმედ მოჰყავს ის ხალხი, ვინც უკვე გარდაცვლილია. ის ტყუის. კატეგორიულად ვაცხადებ, პირადად მე მას საერთოდ არ ვიცნობდი. წლების მერე მაინც ხომ უნდა აღსრულდეს სამართალი", -ამბობს ირინა ჯიმშელეიშვილი.


kvirispalitra.ge


ნანახია: 3494-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ირინა ჯიმშელეიშვილის თქმით, მისთვის უცნობ მამაკაცთან ის 6 დღის განმავლობაში იმყოფებოდა.
ქუთაისში მცხოვრები ირინა ფეტისოვა მარტოხელა დედაა. ფეტისოვა ორ შვილს მარტო, პენსიის იმედით ზრდის.
როგორც ირკვევა, ყველაფერი იმ დროს დაიწყო, როდესაც 3 წლის ასაკში ის და მისი ძმა დედამ მიატოვა. ამის შემდეგ ისინი პანსიონატში
'მეუღლეს, რომელიც უზომოდ მიყვარდა, 14 წლის წინ ეჭვიანობის გამო დავშორდი. ერთ დღეს გამოვუცხადე, სამუდამოდ მივდივარ-მეთქი და წავედი
დაახლოებით ერთი წელია, რაც ლ.ფ. თავის ოჯახთან ერთად ფოთიდან, მცირეწლოვან შვილებთან ერთად გახიზნულია და საკუთარ სახლში დაბრუნების

ამინდი