ქუთაისის მეცხრე საჯარო სკოლა დირექტორის გარეშე დარჩა
თარიღი : 11-10-2015, 20:48 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

ქუთაისის #9 საჯარო სკოლის დირექტორმა ზვიად გორგოძემ თანამდებობა დატოვა.
როგორც Topnews.com.ge-ს ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა ბადრი ვაშაკიძემ განუცხადა, გორგოძემ დირექტორის პოსტის დატოვების გადაწყვეტილება საკუთარი სურვილით მიიღო, მიზეზად კი ოჯახური პრობლემები დაასახელა.
ზვიად გორგოძე #9 საჯარო სკოლის დირექტორად გასული წლის სექტემბერში დაინიშნა. აღნიშნული სკოლის მასწავლებლები ახალ დირექტორს უკანონოდ არჩეულს უწოდებდნენ და აცხადებდნენ, რომ საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა განათლების მინისტრის დავალებით, ზვიად გორგოძე უკანონოდ დანიშნა და ის სამეურვეო საბჭოს არ აურჩევია.
პედაგოგების ბრალდებებს იმ დროს ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა ბადრი ვაშაკიძემ უპასუხა. ვაშაკიძემ განაცცადა, რომ ყველა საჯარო სკოლაში, სადაც დირექტორის არჩევა ვერ მოხდა, მაგრამ არჩევნები შედგა, დირექტორები განათლების მინისტრმა დანიშნა.