Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ბიზნეს კონსულტანტი:საქართველოში დასაქმების პრობლემა არ არსებობს

თარიღი : 11-10-2015, 20:22 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება   
topnews.com.ge
ბოლო პერიოდში, მას შემდეგ რაც შევიცვალე სამსახური და უფრო მეტად ფოკუსირებული გავხდი იმ საქმიანობაზე, რომელიც ძალიან მხიბლავდა - გადავედი საკონსულტაციო, საქოუჩინგო და სატრენერო მომსახურებაში, ვხვდები ძალიან ბევრ ადამიანს, მათ შორის კომპანიების დამფუძნებლებს, ტოპ-მენეჯმენტს, ჩვეულებრივ ადამიანებს გავაკეთე დაკვირვება და მივედი დასკვნამდე, რომ ორივე მხარეს აქვს სერიოზული პრობლემა.

ჩვეულებრივი ადამიანები, რომლებიც არ არიან დღეს დასაქმებულები, ყოველთვის ამბობენ, რომ არის დასაქმების პრობლემა, არ არის შესაბამისი ვაკანსიები და შესაბამისად არც საშუალება იმისა, რომ იმუშაონ და იშოვონ გარკვეული თანხა. თუმცა თქვენ წარმოიდგინეთ კომპანიებსაც ანალოგიური პრობლემა აქვთ. ისინი ამბობენ, რომ მათ სურთ დაასაქმონ ადამიანები, თუმცა ასეთი ადამიანები არსად არ არიან. მათთან მიდის უამრავი ადამიანი სხვადასხვა ასაკისა და სხვადასხვა განათლების, თუმცა მათ არ აქვთ შესაძლებლობა იმისა, რომ დაიწყონ მუშაობა. უფრო სწორად , არ აქვთ ამის გამოხატული სურვილი.

ჩვენი მიზანია დავფიქრდეთ იმ საკითხზე თუ რა არის ამის გამომწვევი მიზეზი. ცალსახად კომპანიების დადანაშაულება იმაში, რომ ისინი არ ქმნიან სამუშაო ადგილებს, არასწორია, მითუმეტეს შრომის ბაზარზე ყოველთვისაა შესაძლებელი სამუშაოს მოძიება. მაგრამ როდის ხდება ეს ყველაფერი? რეალურად ეს შესაძლებელია ერთ შემთხვევაში - მაშინ, როდესაც თქვენ ხართ ძალიან ძლიერი, როდესაც თქვენ ხართ განუმეორებელი, როდესაც თქვენ ხართ ისეთი თვისებების მქონე, რომ შეგიძლიათ მიაღწიოთ ყველაფერს. შეიძლება არ გქონდეთ სპეციალური განათლება, მაგრამ იმისათვის, რომ კარიერაში მიაღწიოთ წარმატებას გჭირდებათ, სამი რამ: ეს არის პიროვნული თვისებები, გამოცდილება და განათლება. ამ სამიდან მინიმუმ პიროვნული თვისებები უნდა გქონდეთ მაღალ დონეზე განვითარებული იმისათვის, რომ შეძლოთ სამსახურის დაწყება.

დღევანდელი სტატია გამოვიყენოთ იმისათვის, რომ გავაანალიზოთ რამდენად სწორად ვაკეთებთ ცხოვრებაში ყველაფერს, რამდენად ვზრუნავთ საკუთარ თავზე და იმაზე, რომ გავხდეთ უფრო მეტად პროფესიონალები. იქნებ პრობლემა სწორედ ჩვენშია და ჩვენ არ ვცდილობთ უკეთესობისკენ შეცვლას. არ ვისახავთ მიზნებს თუ როგორი უნდა ვიყოთ მომავალში და რა თვისებები გვინდა რომ გამოვიმუშაოთ. ან შესაძლოა უბრალოდ არ ვიცით რა პროფესიის გვინდა რომ ვიყოთ? იმისათვის, რომ შეცვალოთ თქვენი ცხოვრება გჭირდებათ ძალიან ცოტა რამ. ეს არის მიიღოთ გადაწყვეტილება გახდეთ უფრო ძლიერები და თუ თქვენ ამ გადაწყვეტილებას მიიღებთ და დაიწყებთ თქვენს პიროვნულ თვისებებზე მუშაობას მაშინ მერწმუნეთ, რომ მსგავსი პრობლემები თქვენ არასდროს არ გექნებათ. თქვენ არ გაგიჭირდებათ მოძებნოთ ის სამსახური რომელიც ძალიან გინდათ, იმიტომ რომ შესაბამისი რაოდენობის ვაკანსიები ყოველთვის არის.

მეორე საკითხი -„არ არის შესაბამისი ანაზღაურება, რის გამოც არ მინდა მუშაობის დაწყება“ ლოგიკურია. მაგრამ იმ შემთხვევაში თუ თქვენ გახდებით ძლიერები, თქვენ აღარ გექნებათ “პრეტენზია” ყველაზე დაბალი რგოლის თანამდებობაზე. თქვენ გექნებათ პრეტენზია იყოთ საშუალო და უფრო მაღალი რგოლის მენეჯერები, ან სხვადასხვა უწყების თანამშრომლები. ამიტომ უბრალოდ დაფიქრდით. თქვენ ხომ ყველაფერი შეგიძლიათ. ვაღიაროთ, რომ დასაქმების პრობლემა რეალურად არ არსებობს, სამგაიეროდ გვაქვს პროფესიონალიზმის პრობლემა. და ბოლოს დასაქმებისათვის თქვენ გჭირდებათ მხოლოდ ერთი რამ - მიიღოთ გადაწყვეტილება და დაიწყოთ საკუთარ თავზე მუშაობა დღეიდან.

commersant.ge


ნანახია: 2424-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ფულის სესხება ზოგადად ძალიან პოპულარული გახდა. ყველა უკეთესი ცხოვრებისაკენ მიისწრაფის და ცდილობს დაეწიოს მსოფლიოს წინსვლებს,
გთავაზობთ რობერტ შემინის მიერ წარმოდგენილ 8 წესს, რომელიც ყოველმა მომავალმა მილიონერმა უთუოდ უნდა დაარღვიოს იმისათვის, რომ თავის
იმ შემთხვევაში თუ თქვენ გსურთ ავტოლომბარდით სარგებლობა, მარტივად შეგიძლიათ ისარგებლოთ finbook.ge -ის სერვისით.
"ჭორები ჩემს ირგვლივ ჩემი ამერიკიდან ჩამოსვლის დღიდანვე ვრცელდება. მე არ ვაპირებ ქუთაისის მერის თანამდებობა დავტოვო," - ამბობს
თუ თქვენ ახალბედა დედა ხართ და თუ თქვენი პატარის მოვლამ კანის სიმშრალე გამოიწვია, ჩვენ ვიცით თუ როგორ უნდა დაეხმაროთ თქვენს კანს:

ამინდი