"შემოდგომის წყალტუბო", - მასშტაბური სახალხო ზეიმი საკურორტო ქალაქში
თარიღი : 11-10-2015, 14:11 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტში სახალხო ზეიმი "შემოდგომის წყალტუბო" მასშტაბურად აღინიშნა. მუნიციპალიტეტში "შემოდგომის წყალტუბო" – ს ფარგლებში დაგეგმილი აქტივობები დილიდანვე დაიწყო. სპეციალურად მოწყობილ ფაცხებში წარმოდგენილი იყო ტრადიციული სამზარეულო. ასევე მოეწყო სახალხო მსვლელობა, ყვავილების გამოფენა და ფლეშ მობი. ქალაქში გაიმართა ველორბოლა, წიგნებისა და სამხატვრო ნამუშევრების გამოფენა–გაყიდვა და სპორტული ღონისძიებები: ველორბოლა და მკლავჭიდი.
ღონისძიებებს იმერეთის გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე, ვიცე–გუბერნატორები: გიორგი ჭიღვარი და იოსებ ხახალეიშვილი, წყალტუბოს გამგებელი კონსტანტინე მამისეიშვილი და იმერეთის სხვა მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
დღესვე, იმერეთის გუბერნატორმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა საპატიო წყალტუბოელები სიგელებითა და სიმბოლური საჩუქრებით დააჯილდოვეს.
სახალხო ზეიმი მუნიციპალიტეტში გალა კონცერტითი დასრულდა, რომლის რეჟისორიც ლაშა ონიანი იყო. მსმენელის წინაშე ჯგუფი "ნადური" და საერთაშორისო კონკურს "ევროვიზიის" ქართველი მონაწილეები წარსდგნენ. სახალხო ზეიმის ტრადიცია წყალტუბოს მუნციპალიტეტში გასულ წელს ადგილობრივი თვითიმმართველობის ინიციატივით განახლდა. მსგავსი მასშტაბით კი მიმდინარე წელს პირველად აღინიშნა.