"მე რომ ქუთაისის მერი ვიყო", -მერაბ ქვარიანი
თარიღი : 11-10-2015, 01:38 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

იმერეთის მთავარი საინფორმაციო სააგენტო topnews.com.ge გთავაზობთ რუბრიკას სახელწოდებით: "მე რომ ქუთაისის მერი ვიყო". აღნიშნულ რუბრიკაში მონაწილეობას სხვადასხვა პროფესიის ადამიანები იღებენ, რომლებიც ქალაქის განვითარებასთან დაკავშირებით საკუთარ ხედვებს და გეგმებს გაგვაცნობენ. რუბრიკის მორიგი სტუმარი ქუთაისის მკვიდრი და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა იმერეთის რეგიონალური ორგანიზაციის დამფუძნებელი და თავმჯდომარე მერაბ ქვარიანია.
"რას გავაკეთებდი მე რომ ქუთაისის მერი ვიყო? ყველამ იცის, რომ დასაქმების საკითხი ჯერ კდიევ ცუდადაა ჩვენს ქალაქში და პირველ რიგსი ეს უნდა მოწესრიგდეს, რომ ყველა ქუთაისელმა თავი სრულფასოვან მოქალაქედ იგრძნოს. მე არ გამოვყოფ აქ შშმ და არაშშმ პირს. უმუშევრობის პრობლემის მოგვარების შემდეგ, ახალგაზრდების დახმარებით მოვაწყობდი ბევრ კულტურულ და სპორტულ ღონისძიებას. ღონისძიებებში ჩავსვამდი ყველა იმ ადამიანს, ვისაც ქალაქის გამოფხიხლება სურს, რადგან ერთიანობით იბადება სითბო, სიყვარული ადამიანებს შორის და რაც მთავარია, ეს საუკეთესო საშუალებაა პესიმისტური განწყობიდან ოპტიმისტულ განწყობაზე გადასასვლელად. ამით ხელს შევუწყობ პოზიტიურ განწყობაზე გადმოვიდეს ჩემი საყვარელი ქალაქი და მასში მცხოვრები ყველა ქუთაისელი და რაც მთავარია ეს ყველაფერი უნდა გააკეთოს იმ მერმა, რომელიც არც ერთი პარტიის თუ კოალიციის წევრია. იქნება მხოლოდ ქუთაისელების არჩეული და ქუთაისლების წინაშე პასუხისმგებელი უნდა იყოს. და რაც მთავარია, გვიყვარდეს ერთმანეთი და უყვარდეს მომავალ მერს ჩვენი ქალაქი წრფელი, სუფთა გულით და მაშინ გარწმუნებთ, როგორც ერთ- ერთ რიგითი ქუთაისელი, კომფორტულად და სრულფასოვან ქუთაისლებად ვიქნებით. ესაა რაც ექსპრომტად მოვიფიქრე, რაზეც შემტკივა გული რომ ჩვენს ქალაქი ნახევრად ძილის პოზიციაშია და როგორმე უნდა გამოვიყვანოთ ყველამ ერთად ამ პოზიციიდან. ეს სიტუაცია ყველას აწუხებს, ვისაც ქუთაისი თავის ქალაქად მიაჩნია.ვითომ კეთდება რაიმე, მაგრამ ზედაპირულად და...," - ამბობს მერაბ ქვარიანი.
თუ გსურთ დააფიქსიროთ საკუთარი პოზიცია და გააცნოთ საზოგადოებას როგორი იქნებოდა ქუთაისი თქვენი მერობის შემთხვევაში, მოგვწერეთ სააგენტოს ელექტრონულ მისამართზე topnewscomge@gmail.com -ზე თქვენი სახელი, გვარი, ტელეფონის ნომერი და პროფესია. რუბრიკის სტუმრის მოსაზრებები საიტზე ეტაპობრივად ყოველ კვირას განთავსდება.