ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ რუსთავი 2-ის მხარდამჭერები ციხეში დატოვა
თარიღი : 10-10-2015, 14:53 | კატეგორია: ახალი ამბები, სამართალი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ რუსთავი 2-ის დაკავებული მხარდამჭერების ადვოკატის სააპელაციო საჩივარი განსახილველად არ მიიღო. ადვოკატი ელისო დათუსანი პირველი ინსტანციის სასამართლოს იმ გადაწყვეტილებას ასაჩივრებდა, რომლის მიხედვით ნიკოლოზ ნარსიას, კახა გაბუნიასა და მირიან დეისაძეს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. აღნიშნულ პირებს გამოძიება ქუთაისში, საქართველოს პარლამენტთან, რუსთავი 2-ის მხარდამჭერ აქციაზე უმრავლესობის დეპუტატ დავით ლორთქიფანიძისათვის პიჯაკის შემოხევას და შეურაცხყოფის მიყენებას ედავება.
ელისო დათუსანის თქმით, მისთვის გაუგებარია ის მიზეზები, რომელთა გათვალისწინებით სააპელაციო სასამართლომ საჩივარი განსახილველად არ მიიღო.
"ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარე გია თევდორაძე კი ამბობს, რომ სასამართლო ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის დაკვეთას ასრულებს.