პოლიტიკური პარტიები მოსახლეობასთან წინასაარჩევნო შეხვედრებს აგრძელებენ

სამეცნიერო–ინტელექტუალური კლუბი “თაობათა დიალოგი” სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის დაფინანსებით ახორციელებს პროექტს სახელწოდებით „პოლიტიკური პარტია“. აღნიშნულ პროექტში მონაწილეობას იღებს 6 პოლიტიკური პარტიის ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლი. პროექტი 6 თვიანია და მისი მიზანია: ხელი შეუწყოს რეგიონში წარმოდგენილი პოლიტიკური პარტიების ახალგაზრდული ფრთის არჩევნებთან დაკავშირებული პროცედურების მიმართ ცოდნის ზრდას და ამორჩევლებთან მუშაობის საჭირო უნარ-ჩვევების დახვეწას.
პოლიტიკური პარტია არის სიმულაციური თამაში, რომლის განმავლობაში მონაწილეები ქმნიან სიმულაციურ პოლიტიკურ პარტიებს, განსაზღვრავენ მის იდეოლოგიურ პლატფორმას, იმიჯს, სტრუქტურას, სტრატეგიასა და საარჩევნო პროგრამას, რათა მოხვდნენ პარლამენტში. მონაწილეები ქმნიან საპარლამენტო არჩევნების სიმულაციას, რომლის განმავლობაში ატარებენ პარტიის ყრილობებს, საარჩევნო შეხვედრებს მოსახლეობასთან, მონაწილეობენ დებატებსა და საარჩევნო შეხვედრებში, იზიდავენ ამომრჩევლებს და ა.შ.
დღეს სიმულაციური თამაშის „ პოლიტიკური პარტიიის“ ფარგლებში გაიმართა პარტიების წინასაარჩევნი კამპანია. პროექტში მონაწილე ერთერთი სიმულაციური "საქართველოს ლიბერალური პარტიის“ წარმომადგენლები ადგილობრივ მუნიციპალიტეტში ე.წ. "საღორიის" დასახლებას მოსახლეობასშეხვდნენ. როგორც პარტიის ლიდერი თეა თათელიშვილი აცხადებს, მოსახლეობის მხრიდან გამოხმაურება საკმაოდ მაღალი იყო.
"დღეს ჩვენ შევხვდით კახიანაურის მოსახლეობას, ჩვენს პოტენციურ ამომრჩევლებს, გავაცანით მათ ჩვენი საარჩევნო პროგრამა. ვიტყვი, რომ ეს ორმხრივი პროცესი იყო, რადგან მათის მხრიდან გამოხმაურება იყო საკმაოდ მაღალი. დაისვა კითხვები, რაც ადასტურებს ასევე იმას, რომ ჩვენი საარჩევნო პროგრამა არის მეტად მორგებული მათ პრობლემებზე და არის გამოძახილი მათი პრობლემების. შესაბამისად გვაქვს რეალური გეგმა ამ პრობლემების მოგვარების. მე ვარ ძალიან კმაყოფილი დღევანდელი შეხვედრით და დარწმუნებული ვარ, რომ ჩემს გუნდთან ერთად აუცილებლად მივაღწევთ გამარჯვებას," - ამბობს თეა თათელიშვილი.

მოსახლეობასთან შეხვედრა გამართეს პროექტში მონაწილე სიმულაციური პარტია „ახალი თაობის“ წარმომადგენლებმა. წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში პარტია სულხან-საბას ქუჩის მაცხოვრებლებს შეხვდ.
"პოლიტიკური პარტია „ ახალი თაობა“ დღეს შეხვდა სულხან-საბას ქუჩის მაცხოვრებლებს. ავანგარდის მოსახლეობას გავაცანით ჩვენი საარჩევნო პროგრამა. შედგა დიალოგი ხალხთან, იყო კითხვები. საერთო ჯამში დღევანდელი შეხვედრით კმაყოფილები დავრჩით,“- ამბობს პარტიის ლიდერი თორნიკე მიქაბერიძე.
" მე, როგორც ერთ -ერთი რიგითი ამომრჩეველი, ვესწრებოდი მათ შეხვედრას, რომელიც მეტ-ნაკლებად ნორმალურად წარიმართა. პარტიის წარმომადგენლებმა ისაუბრეს ძირითადად განათლებაზე, მაგრამ ჩემი კითხვის დასმის შედეგად ისაუბრეს ეკონომიკაზე, ასევე გაამახვილეს ყურადღება სამართალზეც. დამაინტერესა დღევანდელმა შეხვედრამ, მაგრამ ვფიქრობ, რომ სხვა პარტიების შეხვედრებსაც აუცილებლად დავესწრები და შესაბამისად ამის შემდეგ გამოვიტან გადაწყვეტილებას თუ რომელ პოლიტიკურ პარტიას უნდა მივემხრო და თუ რომელი უნდა იყოს ლიდერი პოლიტიკური პარტია, რომელიც დაიმკვდირებს ადგილს საქართველოს პარლამენტში," - აცხადებს შეხვედრის ერთ-ერთი მონაწილე.

სიმულაციური თამაშის ფარგლებში, მოსახლეობას ე.წ. "სტეკლოტარას" დასახლებსი შეხვდნენ „სოციალ–დემოკრატიული პარტიი“-ს წარმომადგენლები.
"ვესაუბრეთ მოსახლეობას მათ თუ როგორ უნდა აღმოიფხვრას ქვეყანაში არსებული სხვადასხვა პრობლემები, ვთქვათ სოციალური, ეკონომიკური და ა.შ. მოსახლეობა დაინტერესდა და ველოდებით არჩევნებში მაღალ აქტიურობას,“ -ამბობს პარტიის ლიდერი გიორგი ტეხოვი.

სიმულაციური პოლიტიკური პარტიების წინასაარჩევნო კამპანია პროექტში ჩართულმა სხვა პირებმაც შეაფასეს.
“დღეს პროექტის ფარგლებში განხორციელდა რიგით მეორე დებატები, რომელსაც სიმულაციური სატელევიზიო ფორმა ჰქონდა. სამმა სიმულაციურმა პოლიტიკურმა პარტიამ თავინთი საარჩევნო კამპანიის სახეები წარმოადგინეს. მათ ისაუბრეს საარჩევნო პროგრამებზე და ზოგად ხედვებზე. ვფიქრომ, თავად პროცესი იყო საინტერესო და მონაწილეებმა ბევრი რამ ისწავლეს,“ -აცხადებს ფასილიტატორი ნუგზარ კოხრეიძე.
„პროექტი "პოლიტიკური პარტია" ამჟამად მეორე ფაზაშია. ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი პროექტისთვის, რომლის დროსაც სიმულირებული პოლიტიკური პარტიები მათ მიერ შემუშავებულ წინასაარჩევნო პროგრამებს აცნობენ რიგით მოქალაქეებს, ანუ ახდენენ ამომრჩევლის მოზიდვას და მობილიზებას არჩევნებისთვის და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, სამივე პოლიტიკური პარტია აწყობს ტელე-დებატებს, სადაც ხდება მათი წინასაარჩევნო პროგრამების ძლიერი და სუსტი მხარეების წარმოჩენა,“ - ამბობს პროექტის კოორდინატორის ასისტენტი ივანე ბუხაიძე.