Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

"შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალს პოლიციელები გონების დაკარგვამდე გაუსწორდნენ"

თარიღი : 10-10-2015, 13:51 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მაია კეკელიას ზუგდიდის პროკურატურა რამდენიმე პოლიციელი მამაკაცის ცემასა და თავდასხმაში სდებს ბრალს. სამართალდამცავები მის უმკაცრესად დასჯას მოითხოვენ. მუხლი (353 პრიმა მუხლი), რომელიც კეკელიას აქვს წაყენებული, თავისუფლების აღკვეთას 4 წლიდან 7 წლამდე ითვალისწინებს.

"ქალბატონი მაია არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე, ჯანმრთელობაშერყეული ადამიანი, რომელიც 10 წლის განმავლობაში ინვალიდის ეტლს იყო მიჯაჭვული. მას ჯერ ფიზიკურად, გონების დაკარგვამდე გაუსწორდნენ პოლიციელები და შემდეგ კი იქით დააბრალეს თითქოს მან სცემა რამდენიმე პოლიციელი. ქალბატონმა მაიამ, ინვალიდის ეტლს მიჯაჭვულმა, წარჩინებით დაამთავრა გერმანიის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული უნივერსიტეტი. ის არის ძალიან განათლებული, ნიჭიერი, პატიოსანი, ღირსეული ადამიანი, რომელსაც არასდროს დაურღვევია კანონი და რომლის ცოდნაც ქვეყანამ აუცილებლად უნდა გამოიყენოს! მე მრცხვენია იმ პოლიციელების, რომლებმაც მას ცემა დააბრალეს და საქმე შეუთითხნეს. მრცხვენია, რომ ხშირად სახელმწიფო ასე სასტიკად ექცევა თავის მოქალაქეებს. სიმართლე აუცილებლად გაიმარჯვებს," -ამბობს მაია კეკელიას ინტერესების დამცველი ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე.


ნანახია: 2479-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისში ეტლი 53 ბენეფიციალმა მიიღო. მსგავსი საქველმოქემდო აქცია ადგილობრივ ხელისუფლებასთან თანამშრომლობით მომავალშიც გაიმართება.
ქუთაისის მერიამ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა უფლებების დამცველი საუკეთესო მუნიციპალიტეტის კონკურსში გაიმარჯვა.
ჯანმრთელობის დაცვის, სოციალურ საკითხთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა სამსახურს ეტლის მოთხოვნით გოჩა ჯინჯიხაძის ოჯახმა რამდენიმე
მსგავსი ღონისძიება ადგილობრივ ხელისუფლებასთან აქტიური თანამშრომლობით, მომავალშიც გაიმართება.

ამინდი