„ჩვენმა ხალხმა ხომ ყველამ 41 შემოვხაზეთ. ხალხი იმსახურებს გზა გაკეთდეს“

საჩხერის მუნიციპალიტეტის მოსახლეობა ადგილობრივი ხელისუფლებისგან დახმარებასა და ყურადღებას ითხოვს.
Topnews.com.ge-ს ადგილობრივები დაუკავშირდნენ, რომლებმაც თავიანთი პრობლემა გააჟღერეს. მოსახლეობას სირთულეს გზის ამორტიზებული მონაკვეთი უქმნის.
„ჩომახეთის სკოლიდან გოგატიშვილების უბნამდე გზის ერთკილომეტრიანი მონაკვეთია, რომელიც სულ ქვიანი და გაუბედურებულია. ცოტა ხელის შევლება უნდა. ჩვენმა ხალხმა ხომ ყველამ 41 შემოვხაზეთ. ხალხი იმსახურებს, რომ გზა გაკეთდეს, თანაც მხოლოდ ერთი კილომეტრი. ისეთი ცუდი გზაა, მანქანებს გზაზე ვტოვებთ და სახლებში ისე ავდივართ. ხალხს ძალიან უჭირს,“ - ამბობს თეკლა ივანიშვილი Topnews.com.ge-სთან საუბარში.
საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგეობაში აცხადებენ, რომ გზის აღნიშნული მონაკვეთის პროექტზე მუშაობა სპეციალისტებთან ერთად მიმდინარეობს. როგორც Topnews.com.ge-ს საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მალხაზ ბაზაძემ განუცხადა, გზის ამორტიზებული მონაკვეთი პრობლემას 10-12 ოჯახს უქმნის, ხოლო ბოლო პერიოდში სტიქიამ გზა კიდევ უფრო დააზიანა. ბაზაძე ამბობს, რომ პრობლემის მოგვარებაზე ზრუნვა დაწყებულია.