"გერმანელი მეგობრები ქუთაისისთვის", -გამოფენა სოციალურად დაუცველი ოჯახების დასახმარებლად
თარიღი : 9-10-2015, 14:12 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში, საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში, ქართულ-გერმანული ცენტრის 20 წლის იუბილესთან დაკავშირებით ტრადიციული გამოფენა-გაყიდვა გაიხსნა სახელწოდებით: „გერმანელი მეგობრები ქუთაისისთვის“. გამოფენა აწსუ-ს რექტორმა გიორგი ღავთაძემ გახსნა და გერმანელ სტუმრებს მადლობა გადაუხადა. გამოფენის მონაწილეებსა და შეკრებილ საზოგადოებას მიესალმა გერმანიის ელჩი საქართველოში ბეთინა ქადენბახი, ქართულ-გერმანული ცენტრის დირექტორი ნანა მეგრელიშვილი და გერმანული ფილოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი რამაზ სვანიძე.
გამოფენა-გაყიდვაში აწსუ-ს პროფესურასა და სტუდენტებთან ერთად მოწვეულმა სტუმრებმაც მიიღეს მონაწილეობა. შემოსული თანხა მთლიანად მოხმარდება ქუთაისში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ ოჯახებს.
გამოფენა-გაყიდვაში აწსუ-ს პროფესურასა და სტუდენტებთან ერთად მოწვეულმა სტუმრებმაც მიიღეს მონაწილეობა. შემოსული თანხა მთლიანად მოხმარდება ქუთაისში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ ოჯახებს.