Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

"ამათ სისხლი გაყინული აქვთ," -ქუთაისში უკიდურეს გაჭირვებაში მცხოვრებ ოჯახს დახმარება მოუხსნეს

თარიღი : 9-10-2015, 13:41 | კატეგორია: ახალი ამბები, სტატიები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისში, შავგულიძის #14-ში მცხოვრები მანანა ფერაძე სოციალურად დაუცველი ადამიანების სიაში უკვე ორი თვეა აღარ ირიცხება. მიუხედავად იმისა, რომ ოჯახის მატერიალური მდგომარეობა მძიმეა, მანანა ფერაძე ორ შვილთან და ყოველდღიურ პრობლემებთან ერთად, სოციალური მომსახურების სააგენტოს გადაწყვეტილებით მარტო რჩება.

http://topnews.com.ge/photo/news/20151009134110.png


"ორი თვეა სოციალური დახმარება არ მიმიღია. ეკონომიურად ძალიან მიჭირს. წნევები მაწუხებს და წამლის ფული არ მაქვს, მეზობლები მყიდულობენ. აბანო არ მაქვს, კედლები ჩამონგრეულია. წყალი ჩამომდიოდა სახლში და მერიამ გადამიხურა ახლახანს. მაღალი ქულები რატომ დამიწერეს, წესიერად ვერ ამიხსნეს. სისხლი გაყინული აქვთ ამათ," - აცხადებს მამანა ფერაძე.

http://topnews.com.ge/photo/news/20151009134026.png


ფერაძეების ოჯახის ყველა წევრი უმუშევარია. ოჯახი თავის გატანას "მადლიერების სახლი"-დან გამოტანილი საკვებით ცდილობს. ფერაძეების ერთადერთი შემოსავალი სოციალური დახმარება იყო.

topnews.com.ge საკითხის გარკვევას სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის წარმომადგენლობაში შეეცადა. წარმომადგენლობის ხელმძღვანელის ნინო ჩირგაძის კომენტარი ფერაძეების ოჯახისთვის არცთუ სახარბიელოა.

" ამ ოჯახს სარეიტინგო ქულა 6 აგვისტოს მიენიჭა.მათ ამ ეტაპზე შეუძლიათ გამოითხოვონ დეკლარაცია და თუ მის რომელიმე პუნქტს არ ეთანხმებიან, შეუძლიათ პუნქტის არასწორობის საბუთი წარმოადგინონ. ოჯახს 99 880 ქულა მიენიჭა და მისი გასაჩივრება ერთი წელი ვერ მოხერხდება,"- ამბობს ნინო ჩირგაძე.

თამუნა სხულუხია


ნანახია: 2923-ჯერ

მსგავსი სიახლეები
2010 წელს ოჯახს სოციალური შემწეობა გაზრდილი სარეიტინგო ქულის გამო შეუწყვიტეს. მას შემდეგ კი ხაზარაძეები დახმარების შეწყვეტის
'მეზობლის მანქანის გამო, ქუთაისში მრავალშვილიან ოჯახს დახმარება მოუხსნეს,' - ამგვარი სახელწოდებით მასალა საინფორმაციო სააგენტო
ადგილობრივები ამბობენ, რომ სოციალურ შემწეობას სხვადსხვა მიზეზით ვეღარ იღებენ, პროცესი კი მასშტაბურია.
სოციალურად დაუცველი ოჯახის მეზობლები ამბობენ, რომ გოგსაძეების ოჯახის მსგავსად მუნიციპალიტეტში არავის უჭირს.
სოციალურად დაუცველმა ტარიელ რუხაძემ უკიდურესი გაჭირვების გამო თვითმკვკლელობა რამდენჯერმე სცადა.
ქუთაისში მცხოვრები გეგეშიძეების მრვალშვილიანი ოჯახი საარსებო წყაროს გარეშეა დარჩენილი. სოციალური შემწეობა, რომლითაც ოჯახი ოთხ

ამინდი