Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ჰუმანიტარული მეცნიერების პრობლემურ საკითხებზე წერეთლის უნივერსიტეტში საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნა

თარიღი : 9-10-2015, 13:15 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
„ინტერდისციპლინარულობა და პარადიგმულობა თანამედროვე ჰუმანიტარულ აზროვნებაში,”- ასეთია იმ საერთაშორისო კონფერენციის სახელწოდება, რომელსაც ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი მიმდინარე წლის 9-10 ოქტომბერს უმასპინძლებს.

კონფერენციამ 6 ძირითადი მიმართულებით იმუშავა და მოიცვა ჰუმანიტარული მეცნიერებების ფართო სპექტრი-ქართველოლოგია, ლინგვისტიკა, ლიტერატურათმცოდნეობა, ხელოვნება, კულტურა, ფილოსოფია, ორიენტალისტიკა, დარგის კვლევის მეთოდოლოგია და მეთოდიკა. კონფერენციაში აწსუ-ს პროფესორებთან ერთად მონაწილეობა მიიღეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ილიას უნივერსიტეტის, შოთა რუსთაველის სახელობის კინოსა და თეატრის სახელმწიფო უნივერსიტეტის, შავი ზღვის უნივერსიტეტის, გრიგოლ რობაქიძის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ქუთაისის უნივერსიტეტის, ერაყი - ბაღდადის უნივერსიტეტის, თურქეთი - ქ. რიზეს ერდოღანის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ეგვიპტე - კაიროს უნივერსიტეტის, რუსეთი - კალინგრადის უნივერსიტეტის, უკრაინა - დნეპროპეტროვსკის ეროვნული უნივერსიტეტის, პოლონეთი - კოპერნიკის სახელმწიფო უნივერსიუტეტის, ამერიკა - ნიუ მექსიკოს უნივერსიტეტისა და გერმანია - ჰაიდელბერგის უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა.

კონფერენციის ფარგლებში გაიმართა მსჯელობა ჰუმანიტარული მეცნიერებების პრობლემურ საკითხებზე.

საერთაშორისო კონფერენცია აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტმა, იმერეთის გუბერნატორის ადმინისტრაციის, ქუთაისის მერიის, ქუთაისის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმისა და ქუთაისი-ნიუპორტის საერთაშორისო ასოციაციის მხარდაჭერით ჩატარდა.


ნანახია: 1763-ჯერ

მსგავსი სიახლეები
კონფერენცია აკადემიკოს დიმიტრი უზნაძის დაბადების 130 წლისთავს მიეძღვნა.
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის და ბიზნესის სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ადმინისტრაცია გისურვებთ
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის და ბიზნესის სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ადმინისტრაცია გისურვებთ
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, სასწავლებლის 80 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო კვირეულის ფარგლებში, წიგნის

ამინდი