ქუთაისში სამგზავრო მიკროავტობუსი ავარიაში მოჰყვა-არიან დაშავებულები

ქუთაისში, ავტოქარხნის დასახლებაში, ე.წ. ბეტონთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
შემთხვევაში #25 საქალაქო ხაზზე მომუშავე მიკროავტობუსი და ორი მსუბუქი ავტომანქანა მონაწილეობდა. შემთხვევის თვითმხილველთა თქმით, მომხდარის შედეგად, მერსედესის მარკის მიკროავტობუსი ამოტრიალდა.
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული 4 პირი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა ქალაქის სხვადასხვა საავადმყოფოში გადაიყვანეს. შემთხვევის ადგილას სასწრაფოს სამი ბრიგადა მუშაობდა. მომხდარზე გამოძიება სატრანსპორტო საშაულებების ექსპლოატაციის წესების დარღვევის მუხლით მიმდინარეობს.