ქუთაისში წვიმამ ახლადრეაბილიტირებული გზა დააზიანა
თარიღი : 8-10-2015, 17:55 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

ქუთაისში, დავითი და კონსტანტინეს, ასევე ყაზბეგის ქუჩებზე ძლიერმა ნალექმა ახლადრეაბილიტირებულ გზას პრობლემები შეუქმნა. წვიმის შედეგად გზამ ჩაიწია, თუმცა ტრანსპორტის მოძრაობის კუთხით შეფერხება არ ყოფილა. როგორც ცნობილია, აღნიშნული ქუჩების რეაბილიტაცია ცოტა ხნის წინ დასრულდა, თუმცა ადგილობრივ ხელისუფლებას სამუშაოები ოფიციალურად არ ჩაუბარებია.
"შესაბამისად, კომპანიამ ხარვეზები უნდა გამოასწოროს. შემსრულებელ ფირმას მოუწევს დაზიანებული გზის დროულად და ხარისხიანად აღდგენა. ქუთაისში ინტენსიურად მიმდინარეობს გზების რეაბილიტაცია. სამუშაოების დროულად დასრულების გარდა, ქუთაისის მერია ხარისხსაც მკაცრად აკონტროლებს," - აცხადებენ ქალაქის მერიაში.