თერჯოლის სოფელში მრევლის შემოწირულობით აშენებული ეკლესია ეკურთხა
თარიღი : 8-10-2015, 16:01 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ღვანკითში ყოვლადწმინდა სამების ტაძარი ეკურთხა. ეკლესია ეპარქიის მღვდელმსახურებთან ერთად აკურთხა და საზეიმო წირვა-ლოცვა აღავლინა ტყიბულისა და თერჯოლის მიტროპოლიტმა მეუფე გიორგიმ.
აღნიშნული ტაძრის რესტავრაცია ხუთი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა და ადგილობრივი მოსახლეობისა და კეთილი ადამიანების შემოწირულობით დასრულდა. ტაძარში წირვა-ლოცვა დღეიდან, ყოველ კვირას აღევლინება.

ყოვლადწმინდა სამების ტაძრის კურთხევას თერჯოლის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირებიც ესწრებოდნენ.