ქუთაისში ქართულ-გერმანული ცენტრის 20 წლის იუბილეს აღნიშნავენ
თარიღი : 8-10-2015, 15:53 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება

ქუთაისში ქართულ-გერმანული ცენტრის საიუბილეო დღეები დაიწყო. ცენტრი ქალაქში 20 წლის წინ დაარსდა. საიუბილეო დღეებთან დაკავშირებით ქუთაისში გერმანიიდან რამდენიმე დელეგაცია ჩამოვიდა. დღეს ისინი ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ მიიღო. ქალაქის მერმა სტუმრებს მადლობა გადაუხადა იმ საქველმოქმედო საქმიანობისათვის, რასაც გერმანული მხარე ქუთაისში 20 წელია ეწევა. იუბილის ფარგლებში ქუთაისში სამი დღის მანძილზე დაგეგმილია სხვადასხვა სახის ღონისძიება. ქართულ-გერმანული ცენტრის 20 წლის იუბილის აღსანიშნავად ქუთაისს 2 დღით გერმანიის ელჩიც ესტუმრება.