ქუთაისში სკოლის მოსწავლის გაუპატიურებას სკოლის დაცვის თანამშრომელი შეეცადა

ქუთაისის #7 საჯარო სკოლაში ინცინდენტი მოხდა. როგორც Topnews.com.ge-ს ინფორმირებულმა წყარომ აცნობა, სკოლის დაცვის თანამშრომელმა მეხუთეკლასელ ერთ-ერთ გოგონას მასთან სექსუალური ურთიერთობა შესთავაზა.
„გოგონა საღამოს ასრულებლდა ცეკვას. ამ კაცმა დაახლოება შეძლო და მერე შესთავაზა. ამ ამბის გახმაურების შემდეგ, დაცვის თანამშრომელი სასტიკად სცემა გოგონას ახლობელმა, რის გამოც ნაცემი დაცვა საავადმყოფოშია,“ - აცხადებს წყარო Topnews.com.ge-სთან საუბარში.
Topnews.com.ge მომხდართან დაკავშირებით ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელს ბადრი ვაშაკიძეს დაუკავშირდა. მისი თქმით, სკოლის პასუხისმგებელი პირი რესურსცენტრში უკვე დაიბარა და დეტალების გარკვევა მიმდინარეობს.