ციხეში მყოფ რუსთავის 2-ის მხარდამჭერებს სოლიდარობას პარლამენტთან აქციით გამოუცხადებენ
თარიღი : 8-10-2015, 11:05 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა

მიმდინარე წლის 15 ოქტომბერს, 11:00 საათზე ქუთაისში, საქართველოს პარლამენტის შენობასთან აქცია გაიმართება. აქციაზე სოლიდარობას ციხეში მყოფ რუსთავი-2-ის მხარდამჭერებს გამოუცხადებენ. ნიკოლოზ ნარსიას, კახა გაბუნიასა და მირიან დეისაძეს ქუთაისის საქალაქო სასამართლომ მიმდინარე კვირას ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. დაკავებულებს ბრალად რუსთავი 2-ის მხარდამჭერ აქციაზე დეპუტატ დავით ლორთქიფანიძისათვის პიჯაკის შემოხევა და მისთვის შეურაცხყოფის მიყენება ედებათ ბრალად.
"მეგობრებო და თანამებრძოლებო! ბრძოლის გადამწყვეტ ფაზაში შევედით. ახლა უკან დახევა არ იქნება. ან საბოლოოდ დავმარცხდებით და ან საბოლოოდ გავიმარჯვებთ!
მომავალ ხუთშაბათს 15 ოქტომბერს, 11:00 სთ-ზე,ჩვენი ბიჭების მხარდასაჭერად და მტრის გულის გასახეთქად ვიკრიბებით ქუთაისში, საქართველოს პარლამენტთან,"- ნათქვამია განცხადების ტექსტში.