"ტორპედო"-ს ფეხბურთელებს უკრაინელი მწვრთნელი გაწვრთნის
თარიღი : 8-10-2015, 10:49 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

ქუთაისის "ტორპედო"-ს მთავარი მწვრთნელის პოსტს ალექსანდრე შტელინი დაიკავებს. როგორც ცნობილი ხდება, უკრაინელი მწვრთნელი ქუთაისში უახლოეს დღეებში ჩამოვა.
61 წლის სპეციალისტი ბოლოს, ზაპოროჟიეს მეტალურგის მთავარი სელექციონერი იყო. ახალ მთავარ მწვრთნელს უკვე იცნობენ ქუთაისელი გულშემატკივრები. 2001-2003 წლებში ალექსანდრე შტელინი "ტორპედო"-ს სტრუქტურაში მუშაობდა ჯერ ფიზმომზადების მწვრთნელად, ხოლო შემდეგ მთავარი მწვრთნელის პოსტსაც იკავებდა.
შეგახსენებთ, რომ "ტორპედო"-ს მთავარი მწვრთნელი გიორგი დარასელია კლუბის მარცხს "ემსხვერპლა". მისი შეცვლის გადაწყევეტილება ქალაქის მერიაში სწორედ გუნდის მიერ დამარცხებით ჩატარებული თამაშების შემდეგ მიიღეს.