Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

"ჩინელებმა ძაღლი სადილად დაკლეს,"-ხარაგაულის სოფელ ზვარეში პატრულის დახმარებას ითხოვენ

თარიღი : 8-10-2015, 00:42 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ზვარეში საპატრულო ეკიპაჟის დახმარებას ითხოვენ. ინფორმაციას ამის შესახებ თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების თავშესაფარი ავრცელებს. თავშესაფრის მეპატრონე წერს, რომ მას აღნიშნულ სოფლიდან პიროვნება დაუკავშირდა და ის მიზეზები აუხსნა, რის გამოც სოფელში სამართალდამცავები უნდა მივიდნენ.

"მეგობრებო, ეს წუთია თავშესაფრის ტელეფონზე ზარი შემოვიდა ხარაგაულის რაიონის სოფელ ზვარედან. მოქალაქე, სახელად გურამი, შეშფოთებული ხმით ითხოვდა დახმრებას თავშესაფრის მეპატრონისგან და შემდეგს აცხადებდა: "ბატონო თამაზ, ჩვენს სოფელში ჩინელებს გაჰყავთ სარკინიგზო გვირაბი. აქ მათი დასახლებაა. მე მათთან მუშახელად ვმუშაობ და მანდვე გამომიყვეს საცხოვრებელი, სადაც მიკედლებული მყავდა ერთი ძაღლი. მასზე ვზრუნავდი და შვილით მიყვარდა. დღეს კი ვერსად დავინახე. ბევრი ძებნის შემდეგ მითხრეს, ჩინელებმა დაკლეს და ახლა სადილად მის ხორცს მიირთმევენო. სიბრაზისგან აღარ ვიცოდი რა მექნა. მათთან რომ შევსულიყავი, მკვლელობას ჩავიდენდი. დავრეკე საპატრულო პოლიციაში, მაგრამ ჯერ-ჯერობით არ მოსულან. თქვენი ნომერი გამახსენდა, იქნებ მიშველოს რამით-თქო. თქვენი იმედი მაქვს, ბატონო თამაზ! ისეთი დაუნდობელი ხალხია, დღეს ძაღლის ხორცს ჭამენ, ხვალ შესაძლოა ადამიანების ჭამაც დაიწყონ.

თანამშრომლებს საშინლად გვექცევიან. ერთ-ერთი მათგანს, რაღაც რომ არ მოეწონა, ჩვენს თანამშრომელს ალმატურით გამოუვარდა და სიკვდილით ემუქრებოდა. იქნებ რამით შეძლოთ ჩვენი დახმარება," -ასეთია სოფელ ზვარედან ძაღლთა თავშესაფარში შესული შეტყობინების შინაარსი.

თამაზ ელიზბრაშვილი სამართალდამცავებს დაუყოვნებლი რეაგირებისკენ, ხოლო ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობას აღნიშნული ვითარების გარკვევისაკენ მოუწოდებს.


ნანახია: 2017-ჯერ

მსგავსი სიახლეები
აღნიშნულ ინფორმაციას თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლთა თავშესაფარი ავრცელებს.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ზვარეში, სარკინიგზო გვირაბის მშენებლობაზე დასაქმებულმა ქართველმა მუშებმა პროტესტი შეწყვიტეს და
ინფორმაციას ამის შესხებ სოციალურ ქსელ facebook-ის ერთ-ერთი მომხმარებელი ავრცელებს.
სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ დაფნარში გარდაცვლილი 22 წლის დემურ სტურუას დედა, ნონა ჯოჯუა დახმარებას ითხოვს.

ამინდი