Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

რას სთავაზობს გამოცდების ეროვნული ცენტრი ქუთაისელ მე-12 კლასელებს?

თარიღი : 7-10-2015, 22:16 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი გაზაფხულიდან აბიტურიენტებისათვის ახალ პროექტზე მუშაობას დაიწყებს. ცენტრი მსურველებს საშუალებას აძლევს, გამოსცადონ საკუთარი ცოდნა და შესაძლებლობები გამოცდის ახალ ფორმატთან მიახლოებულ პირობებში. საპილოტე პროექტში ჩართვა ქუთაისისა და ჩოხატაურის საჯარო სკოლების მე-12 კლასელებს შეეძლებათ. შეთავაზების თანახმად და მოსწავლეთა სურვილის გათვალისწინებით, აღნიშნული მუნიციპალიტეტების საჯარო თუ კერძო სკოლების მე-12 კლასის მოსწავლეებს საშუალება ექნებათ არა მხოლოდ ტესტსა და სწორ პასუხებს გაეცნონ, არამედ საცდელი რეჟიმიდან გამომდინარე, სრულიად უფასოდ მიიღონ მომსახურება, რომელიც მათი ნაშრომების გასწორებას ითვალისწინებს. მოსწავლეები სურვილის შემთხვევაში რეგისტრაციის გავლას 20 ოქტომბრიდან ვებგვერდებზე: www.naec.ge და online.naec.ge-ზე შეძლებენ.

წინასწარ გამოქვეყნებულ ვადებში, სპეციალურ ვებგვერდზე განთავსდება სავალდებულო და არჩევითი გამოცდების ტესტების ელექტრონული ვერსიები, რომელთა გაცნობა ყველა მსურველს უსასყიდლოდ შეეძლება.

ელექტრონული ვერსიები რამდენიმე დღის განმავლობაში იქნება განთავსებული, გარკვეული პერიოდის შემდეგ კი გამოქვეყნდება სწორი პასუხები.
მონაწილეს შესაძლებლობა ექნება საკუთარ (ან სკოლის) კომპიუტერთან შეასრულოს მოცემული დავალება, სურვილის შემთხვევაში კი საგამოცდო ფორმატი (მონიტორიდან წაკითხული ტესტის შესრულება, დროის ათვლა, განაწილება და ა.შ.) სრულად გაიმეოროს.

პროექტი ამავე დროს დამატებით მომსახურებას სთავაზობს მონაწილეებს - თუ აბიტურიენტი გარკვეულ საფასურს გადაიხდის, ცენტრი ნაშრომების გასწორებას , სურვილის შემთხვევაში კი გათანაბრებული და სკალირებული ქულების დათვლას უზრუნველყოფს. მინიმუმ 4 გამოცდის არჩევისას მონაწილეს სპეციალური პროგრამის მეშვეობით შეეძლება მიღებული შედეგები წინა წლის საკონკურსო ქულებს შეადაროს. ამისათვის ჩამონათვალიდან სასურველი ფაკულტეტები უნდა აირჩიოს. ამის შემდეგ კი ეკრანზე გამოჩნდება მისი საკონკურსო ქულა იმ ფაკულტეტისათვის, რომელიც მან აირჩია და 2015 წელს შესაბამის ფაკულტეტზე ჩარიცხულთა მინიმალური საკონკურსო ქულა. ცხადია, მიმდინარე წელს კონკრეტულ ფაკულტეტზე ჩარიცხვის პროგნოზირებისათვის ამ ინფორმაციის გამოყენება მიზანშეუწონელია ( საკონკურსო ქულები 2015-2016 წელს შესაძლებელია სრულიად განსხვავებული იყოს), თუმცა აბიტურიენტს არჩევანის ოპტიმალურად გაკეთებასა თუ წინასაგამოცდო პროცესის სწორად დაგეგმვაში დაეხმარება.

შეთავაზებით სარგებლობა შეუძლია ყველა მსურველს, რომელიც გადაიხდის შესაბამის საფასურს, გაივლის რეგისტრაციას, აირჩევს გამოცდებს, მიუთითებს საქართველოს ფოსტის ფილიალს, სადაც მიიღებს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გამოყენებული პასუხების ფურცლების იდენტურ ფურცლებს და დეტალურ ინსტრუქციას.

ტესტების გამოქვეყნების შემდეგ მონაწილე დავალებების პასუხებს საგამოცდო ინსტრუქციის შესაბამისად გადაიტანს ფურცელზე. შევსებულ ფურცლებს კი მოათავსებს კონვერტში და იმავე საფოსტო განყოფილებაში მიიტანს.

ნაშრომების გასწორების შემდეგ პროექტის მონაწილე საკუთარ გვერდზე იხილავს შედეგებს, გათანაბრებულ ქულებს, სკალირებულ ქულებს, 4 გამოცდის არჩევის შემთხვევაში კი ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რომელ ფაკულტეტებზე ჩარიცხვის შესაძლებლობა ექნებოდა 2015 წელს მიღებული შედეგებით.

პროექტი გაზაფხულიდან დაიწყება და ნებისმიერ მსურველს შეეძლება მონაწილეობა მიიღოს. ოქტომბერ-ნოემბერში კი დაგეგმილია პილოტირება ქუთაისისა და ჩოხატაურის მე-12 კლასელთათვის.

ამ მუნიციპალიტეტების საჯარო თუ კერძო სკოლების მე-12 კლასის მოსწავლეები არა მხოლოდ ტესტს და სწორ პასუხებს გაეცნობიან, არამედ საცდელი რეჟიმიდან გამომდინარე, სრულიად უფასოდ მიიღებენ მომსახურებას, რომელიც მათი ნაშრომების გასწორებას ითვალისწინებს.

იდეა გამოცდის ნაწილობრივ ელექტრონული ფორმატის დანერგვასთან ერთად გაჩნდა, თუმცა პროექტი განხორციელდება იმის მიუხედავად, მიიღებენ თუ არა წელს აბიტურიენტები ტესტის რვეულს ელექტრონული ფორმატით.

რაც შეეხება ერთიანი ეროვნული გამოცდების ნაწილობრივ ელექტრონული ფორმატით ჩატარებას, ეს ინიციატივა მხოლოდ ტესტის (და არა პასუხების ფურცლის) ელექტრონულად მიწოდებას ითვალისწინებს: აბიტურიენტი დავალებას მისთვის განკუთვნილი კომპიუტერის ეკრანზე დაინახავს, პასუხებს კი ჩვეულებრივ, პასუხების ფურცელზე მონიშნავს ან დაწერს.

საბოლოო გადაწყვეტილება იმის შესახებ, შეცვლის თუ არა ტესტის რვეულს აბიტურიენტზე მორგებული მონიტორი, უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.





ნანახია: 1427-ჯერ

მსგავსი სიახლეები
წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრირებულია 41 500-ზე მეტი აბიტურიენტი, თუმცა მათი ზუსტი რაოდენობა გამოსაშვები გამოცდების
1-ელ, 41 -ე და მე-17 სკოლებში აბიტურიენტთა რეგისტრაცია 08:00 საათზე დაიწყება.
ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები, მაია მიმინოშვილის განცხადებით, 5 აგვისტომდე გამოქვეყნდება.
24 აგვისტოს ღამით, უამრავმა აბიტურიენტმა გამოცდების ეროვნული ცენტრის ნომრიდან გაიგო ეროვნულ გამოცდებზე მიღებული შედეგები.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 38 000-მდე აბიტურიენტი დარეგისტრირდა.
დღეს აბიტურიენტებისვის აქტიური საგამოცდო პროცესი დაიწყო, - ამის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა

ამინდი