Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

"რადგან გოგი წულაიამ არ იცის spa.ge-ს არსებობის შესახებ..,"-ქუთაისის მერიის პასუხი ოპონენტს

თარიღი : 7-10-2015, 22:02 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა   
topnews.com.ge
პარტია "თავისუფალი საქართველო"-ს იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელობა ქუთაისის მერიას საჯარო ინფორმაციის დამალვაში ადანაშაულებს. პარტიის წარმომადგენელმა გოგი წულაიამ აღნიშნული ბრალდება ქუთაისში, ავტოქარხნის დასახლების დასასრულს არსებულ უსაფრთხოების კუნძულთან გააკეთა. წულაიას თქმით, იმის გამო, რომ კუნძულთან ხშირი იყო ავტოსაგზაო შემთხვევები, ადგილობრივმა ხელისუფლებამ მისი სხვა ადგილას გადატანის გადაწყვეტილება მიიღო. პარტია კუნძულის ადგილმდებარეობის ცვლილებისას გაწეული ხარჯით დაინტერესდა, თუმცა როგორც წულაია ამბობს, აღნიშნული ინფორმაცია ქალაქის მერიისგან ვერ მიიღეს.

გოგი წულაიას ბრალდებას ქუთაისის მერიის კეთილმოწყობის სამსახური ხელმძღვანელმა მალხაზ ბასილაძემ უპასუხა. მისი თქმით, ბრალდება სიმართლეს არ შეესაბამება.

"პოლიტიკური პარტია „თავისუფალი საქართველო“-ს იმერეთის ორგანიზაციის თავმჯდომარემ გოგი წულაიამ დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ თვითმმართველობამ საჯარო ინფორმაცია არ მიაწოდა, რაც სიმართლეს არ შეესაბამება და მის მიერ ბრიფინგი ბრიფინგისთვის იქნა მოწყობილი. გოგი წულაიამ გამოთხოვილ ინფორმაციაზე პასუხი დადგენილ ვადებში მიიღო. მას ეს პასუხი ჯერ კიდევ მიმდინარე წლის 2 სექტემბერს გაეგზავნა. ამის დასტურად აღნიშნული დოკუმენტი ინახება მერიის კანცელარიაში. ასევე აღნიშნული ინფორმაცია ხელმისაწვდომია www.spa.ge-ზე, თუმცა რადგან მან ამ საიტის არსებობის შესახებ არ იცის, აქვე მოვახსენებთ გაცემული პასუხის ზუსტ შინაარს: „ქუთაისში, ავტომშენებლის ქუჩაზე, ციხესთან არსებულ მოედანზე მოძრაობის რეგულირების კუნძულის მოწყობაზე დაიხარჯა ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა, რაც ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაზიანებული კუნძული თავისივე ხარჯებით აღადგინა შემსრულებელმა ორგანიზაცია შპს „ზაზომ,“ განაცხადა ბასილაძემ.


ნანახია: 2817-ჯერ

მსგავსი სიახლეები
გოგი წულაიამ პარკირების თემასთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა.
გოგი წულაია, ქუთაისის საქალაქო სასამართლოში მერიის წინააღმდეგ სარჩელის შეტანას გეგმავს.
„თავისუფალი საქართველო“-ს იმერეთის ორგანიზაციის თავმჯდომარეს გოგი წულაიას ქუთაისის მერიაში პასუხობენ.
პარტია 'თავისუფალი საქართველო'-ს იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელი გოგი წულაია ცენტრალურ ხლისულებას რეაგირებისკენ მოუწოდებს.

ამინდი