"მეგობრობის არტ-ფაქტი"-ქართულ-პოლონური პროექტის დასასრული
თარიღი : 7-10-2015, 21:00 | კატეგორია: ახალი ამბები, კულტურა

ქართულ-პოლონური პროექტი-"მეგობრობის არტ-ფაქტი" დასასრულს უახლოვდება. პროექტის ფარგლებში ქუთაისში, დავით კაკაბაძის სახელობის სახვითი ხელოვნების გალერეაში შემაჯამებელი გამოფენა გაიმართა. გამოფენაზე პროექტში მონაწილე 5 ქართველი და 5 პოლონელი მხატვრის ნამუშევრები იყო წარმოდგენილი.
"მეგობრობის არტ-ფაქტი" ქუთაისის მერიის მხარდაჭერითა და ა(ა)იპ ქ. ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების ფილიალის, დ. კაკაბაძის სახელობის ქუთაისის სახვითი ხელოვნების გალერეის ორგანიზებით მეხუთე წელია ტარდება. პროექტის ფარგლებში 5–მა ქართველმა და 5–მა პოლონელმა მხატვარმა საქართველოს მასშტაბით არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები დაათვალიერეს და შემდეგ ტილოზე გადაიტანეს. აღნიშნული ნამუშევრები გალერეაში დღეს პირველად გამოიფინა. პროექტი საქართველოში უკვე 5 წელია რაც წარმატებით ხორციელდება.
ღონისძიებას იმერეთის გუბერნატორის პირველი მოადგილე პაატა ნადირაძე, ქუთაისის მერი შოთა მურღულია და კულტურულ დაწესებულებათა გაერთიანების ხელმძღვანელი ელისო ქაროსანიძე ესწრებოდნენ.