Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

სახალხო დამცველი ქუთაისში გამართულ აქციაზე დაკავებული პირების შესახებ განცხადებას ავრცელებს

თარიღი : 7-10-2015, 19:45 | კატეგორია: ახალი ამბები, სამართალი, მთავარი თემა   
topnews.com.ge
სახალხო დამცველის შეფასებით, ქუთაისში, პარლამენტთან გამართული აქციის მონაწილეებისათვის აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდება დაუსაბუთებელია და აჩენს შერჩევითი მართლმსაჯულების შესახებ ეჭვებს.

"გამოხატვის, შეკრებისა და მანიფესტაციის უფლება დემოკრატიული სახელმწიფოს ფუნდამენტია. სახელმწიფოს ვალდებულებაა შექმნას ეფექტური მექანიზმები ამ უფლებათა უზრუნველსაყოფად და ყველას მიეცეს აზრის თავისუფლად გამოთქმის შესაძლებლობა.

სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულებაა ასევე, უზრუნველყოს იმ საპროტესტო აქციაში მონაწილე პირთა უსაფრთხოება, რომელიც გამოხატვის თავისუფლების სტანდარტის დაცვით მიმდინარეობს; დაიცვას ძალადობისგან აქციის მონაწილეებიც და პროტესტის ადრესატებიც. ამავე დროს, შეუძლებელია, ძალადობის ნებისმიერი გამოვლინების გამოხატვის თავისუფლებითა თუ შეკრებისა და მანიფესტაციის უფლების დაცვით გამართლება. დაუშვებელია, სახელმწიფომ კანონის შესაბამისი კვალიფიკაცია არ მისცეს სამართლებრივი სივრცის მიღმა დარჩენილ ფაქტებს.

ძალადობის ნებისმიერი ფორმით გამოვლენის პროცესში აუცილებელია, სახელმწიფომ გაატაროს ადეკვატური სამართლებრივი ზომები, რომელიც არ იქნება შერჩევითი და ყველა მსგავს შემთხვევაზე საგამოძიებო ორგანოების მოქმედებები, ისევე როგორც დაკისრებული პასუხისმგებლობა, იქნება ერთგვაროვანი. საგამოძიებო ორგანოებთან, უპირველეს ყოვლისა საქართველოს პროკურატურასთან ერთად, პასუხისმგებლობა ეკისრება საერთო სასამართლოებს, რომელიც თითოეულ ფაქტზე საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს, ადგენს ზღვარს გამოხატვის თავისუფლებასა და ძალადობის გამოვლინებას შორის. პასუხისმგებლობის განსაზღვრა თითოეული შემთხვევისათვის, უნდა ეფუძნებოდეს ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტებს, რისი მიღწევაც მიღებული გადაწყვეტილების ყოველმხრივი და დამაჯერებელი დასაბუთების გარეშე შეუძლებელია. დასაბუთების ნაკლებობა კი ეჭვის ქვეშ აყენებს სასამართლოს სამართლიანობას.

სამართლიანი სასამართლოს უფლების უზრუნველყოფა დასავლურ ღირებულებებზე ორიენტირებული სახელმწიფოს ერთ-ერთი უმთავრესი ვალდებულებაა. სასამართლოს მიერ დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების მიღება ადამიანის უფლებების დაცვაზე უარის თქმას ნიშნავს, ხოლო სახელმწიფო, რომელიც ადამიანის უფლებების დაცვაზე ორიენტირებული არ არის, განწირულია მუდმივი სამართლებრივი კრიზისისა და ეკონომიკური სისუსტისათვის.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 5 ოქტომბერს განჩინება, რომლითაც აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ საქართველოს პარლამენტთან გამართული აქციის მონაწილეებს მირიან დეისაძეს, კახაბერ გაბუნიას და ნიკოლოზ ნარსიას, სახალხო დამცველის შეფასებით, ვერ პასუხობს დასაბუთებული გადაწყვეტილების სტანდარტს.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მიხედვით, აღკვეთის ღონისძიებისა და მისი კონკრეტული სახის გამოყენების საკითხის გადაწყვეტისას სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პიროვნებას, მის საქმიანობას, ასაკს, ჯანმრთელობას, ოჯახურ და ქონებრივ მდგომარეობას, მიყენებული ქონებრივი ზიანის ანაზღაურებას, ადრე შეფარდებული რომელიმე აღკვეთის ღონისძიების დარღვევის ფაქტს და სხვა გარემოებებს.

სასამართლოს ზემოხსენებული განჩინება არ შეიცავს მსჯელობას ამ საკითხებთან დაკავშირებით. განჩინების თანახმად, სასამართლო ეთანხმება ბრალდების მხარის არგუმენტს, რომ მოსალოდნელია ახალი დანაშაულის ჩადენა, თუმცა, აღნიშნული არგუმენტი გამყარებულია ბრალდებულთა მიერ წარსულში ჩადენილი ადმინისტრაციული გადაცდომებით, რაც თავისთავად არ წამოადგენს არც დანაშაულს და არც დანაშაულის ჩადენის წინაპირობას. აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების დასასაბუთებლად, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმაზეც, რომ ბრალდების დადასტურების შიში გაუჩენს ბრალდებულებს მიმალვის სურვილს. ბუნებრივია, მსგავსი მოტივით პატიმრობის შეფარდება ყოველგვარ აზრს უკარგავს სხვა სახის აღკვეთის ღონისძიების არსებობასაც კი. ამგვარი მიდგომით ნებისმიერი პირის მიმართ ბრალის წაყენება პატიმრობის შეფარდების ავტომატური საფუძველი ხდება, რაც ადამიანის უფლებების ვერანაირ სტანდარტს ვერ აკმაყოფილებს.
მნიშვნელოვანია, რომ ბოლო წლებში მომხდარი იდენტური შემთხვევების დროს, მათ შორის საქართველოს პარლამენტის წევრების მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტებზე, რომლებიც დეტალურადაა განხილული სახალხო დამცველის 2012, 2013 და 2014 წლების საპარლამენტო ანგარიშებში, აქციის მონაწილეთა მიმართ სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლით ბრალის წაყენების შემთხვევები ფიქსირდება, თუმცა, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა გამოყენებული როგორც წესი, არ ყოფილა. აღნიშნული კი აჩენს შერჩევითი მართლმსაჯულების ეჭვს და არ აძლიერებს ნდობას საქართველოს პროკურატურისა და მართლმსაჯულების სისტემის მიმართ.

საქართველოს სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ გამოხატავს სასამართლო ხელისუფლებისადმი სრულ პატივისცემას, მის საქმიანობაში ჩაურევლობის მნიშვნელობას. ამასთან, სახალხო დამცველს აუცილებლად მიაჩნია, რომ სასამართლოს განჩინება, რომლითაც იზღუდება პირის თავისუფლება, იყოს სანიმუშოდ დასაბუთებული, არ აჩენდეს პასუხგაუცემელ კითხვებს და შეესაბამებოდეს საქართველოს კონსტიტუციითა და ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციით გარანტირებული სამართლიანი სასამართლოს სტანდარტს", - აღნიშნულია სახალხო დამცველის განცხადებაში.


ნანახია: 1789-ჯერ

მსგავსი სიახლეები
საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი სასამართლოს მიერ სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის ქონების დაყადაღების ფაქტს
ქვეყნის ყოფილი პრემიერის, ვანო მერაბიშვილის ადვოკატების განცხადებით, მერაბიშვილს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში პატიმრობა
22 წლის დემურ სტურუას თვითმკვლელობამდე მიყვანაში ბრალდებულის, სამტრედიის პოლიციის თანამშრომლისთვის აღკვეთის ღონისძიების
პრობლემად რჩება პროცესებზე საზოგადოების დასწრების საკითხი.
დაკვირვების შედეგად, მოწყვლადი ჯგუფების მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის მიმართულებით გამოვლენილ იქნა შემდეგი ტენდენციები:
პროცესის მიმდინარეობისას პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების შეცვლას ეწინააღმდეგებოდა და დაკავებულების პატიმრობაში დატოვებას

ამინდი