"ოცნების" ხეივანი და სახალხო დღესასწაული წყალტუბოში
თარიღი : 7-10-2015, 19:19 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

მიმდინარე წლის 10 ოქტომბერს, წყალტუბოს მუნიციპალიტეტში სახალხო დღესასწაული-"შემოდგომის წყალტუბო" გაიმართება. "შემოდგომის წყალტუბო" 10:00 საათზე მირქმის სახელობის ტაძარში სადღესასწაულო წირვის აღვლენით დაიწყება. ამის შემდეგ დაგეგმილია ისეთი სპორტული ღონისძიებები, როგორიცაა: ველორბოლა, ქუჩის კალათბურთი, ქართული ჭიდაობა, მკლავჭიდი, კრივი. გარდა ამისა, დღესასწაულის ფარგლებში გაიმართება წიგნებისა და სამხატვრო ნამუშევრების, ასევე, ყვავილებისა და კულინარიული გამოფენა-გაყიდვა და მოხდება "ოცნების" ხეივნის გახსნა. "შემოდგომის წყალტუბო"-ს საზეიმო კონცერტი დაასრულებს.