Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისის მერი ქალაქის ეკონომიკური განვითარებისთვის იდეებს ითხოვს

თარიღი : 7-10-2015, 12:44 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისის მერი შოთა მურღულია და მერიის ეკონომიკური განვითარების სამსახურის უფროსი პაატა კლდიაშვილი ქალაქის მერიაში არასამთავრობო ორგანიზაციებს შეხვდნენ. შეხვედრის თემას ქუთაისის ეკონომიკური განვითარების სტრატეგია და აღნიშნულ დოკუმენტთან დაკავშირებით სამოქალაქო სექტორის წარმომადგენელთა მოსაზრებების გაცნობა წარმოადგენდა.

ქუთაისის მერის შოთა მურღულიას თქმით, ქალაქის ეკონომიკური განვითარების სტრატეგიის შემუშავების პროცესი ადგილობრივმა ხელისუფლებამ მაქსიმალურად გამჭვირვალე გახადა. დოკუმენტისათვის საბოლოო სახის მიცემამდე კი ადგილობრივი ხელისუფლება იდეებს ითხოვს.

"ეს პროცესი ყველა ქვეყანაში რამდენიმე წელს მოიცავს, რომ სრული გეგმა დაიდოს. ჩვენ გამჭვირვალე გავხადეთ ეს პროცესი და გვინდა, რომ მოქალაქეებმა მოსაზრებები მაქსიმალურად წარმოადგინონ. ხშირად ისმოდა და ისმის შენიშვნა, რომ თუ რაიმე მნიშვნელოვანს იღებთ, ბევრი ადამიანი ჩაერთოსო. ჩვენ მზად ვართ. გეგმის სამუშაო ვერსია რამდენიმე თვეში დაიდება და არავის ექნება იმის თქმის საშუალება, რომ შეეძლო მოსაზრების წარმოდგენა და ამის საშუალება არ მიეცა," - ამბობს მერი.

შეგახსენებთ, რომ ქუთაისის ეკონომიკური განვითარების მიზნით, მოქალაქეეებისგან შესული წინადადებების განხილვა დიდ კონფერნეციაზე მოხდება, რომლის გამართვა მიმდინარე თვის ბოლოს იგეგმება.


ნანახია: 2051-ჯერ

მსგავსი სიახლეები
მიმდინარე წლის 30 ოქტომბერს ქუთაისი დიდ კონფერენციას უმასპინძლებს.
ქალაქის მერმა ენჯეო სექტორს ქუთაისის ეკონომიკური განვითარების სტრატეგიაზე ერთობლივი მუშაობის შესახებ ესაუბრა.
უახლოეს მომავალში ქუთაისს ეკონომიკური განვითარების გეგმა და ბიზნესსუბიექტების ბაზა ექნება.
შეხვედრაზე ენჯეო სექტორის წარმომადგენლებს 2015–2017 წლების სოციალურ–ეკონომიკური განვითარების სტრატეგიის გეგგმა გააცნეს.
ქუთაისში ბათუმის, თბილისის, რუსთავის, გორისა და ფოთის ეკონომიკური სამსახურის უფროსები იმყოფებოდნენ.
კლდიაშვილის თქმით, ქალაქის მერისგან შეთავაზების მიღების შემდეგ, კონსულტაციები კოლეგებთან გაიარა.

ამინდი