თერჯოლაში სამხატვრო გალერეა გაიხსნა
თარიღი : 7-10-2015, 12:23 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

თერჯოლის მუნიციპალიტეტში სამხატვრო გალერეა გაიხსნა. რეაბილიტირებულ შენობაში სამხატვრო სკოლა და ორი საგამოფენო დარბაზი განთავსდება. სამხატვრო სკოლა, რომელსაც არსებობის 30 -წლიანი ისტორია აქვს, ამ დრომდე ამორტიზებულ შენობასა და შეუსაბამო პირობებში ფუნქციონირებდა. თანამედროვე ინვენტარით აღჭურვილ სკოლაში სამხატვრო ხელოვნებას დღეიდან 50 მოსწავლე დაეუფლება.
სამხატვრო გალერეა იმერეთის გუბერნატორის პირველმა მოადგილემ პაატა ნადირაძემ და თერჯოლის გამგებელმა თეიმურაზ ჯაფარიძემ გახსნეს. სტუმრებმა განახლებულ სამხატვრო გალერეაში რუსუდან ფეტვიაშვილის ფერწერული ტილოები და ასევე, ადგილობრივი მხატვრების: ნუგზარ ქოჩიაშვილისა და თამარ ღარიბაშვილის ნამუშევრები დაათვალიერეს.
სამხატვრო გალერეის შენობის სრული რეაბილიტაცია ადგილობრივი ბიუჯეტიდან 47 000 ლარით დაფინანსდა.