Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისის მერის ერთი დღე ბაკურიანის ბანაკში

თარიღი : 7-10-2015, 10:33 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება   
topnews.com.ge
ბაკურიანში ქუთაისის მერიის ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილების პროგრამის- ,,ახალგაზრდული ბანაკი 2015“-ის საშემოდგომო სკოლა მიმდინარეობს. ბაკურიანის ბანაკი 100 -მდე ახალგაზრდისთვისაა გათვლილი. ბანაკის პირველი ეტაპი დასრულდა. საშემოდგომო სკოლის 50-მდე მონაწილე ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ მოინახულა და მათთან ერთად ერთი დღე გაატარა.

„ერთ -ერთი კარგი პროგრამა, რომელსაც მე ვხედავ ჩვენს გაწერილ საქმიანობებში, ახალგაზრდული პროგრამების ორგანიზებაა. შინაარსობრივად ძალიან დატვირთული ბანაკები გამოგვივიდა, ახალგაზრდები აქტიურად ჩაერთენ ყველა ღონისძიებაში, რაც ძალიან მახარებს. მე ყველანაირად მივცემ საშუალებას ხელი შევუწყო ამ პროექტების განხორციელებას,“- განაცხადა შოთა მურღულიამ.

ქუთაისის მერიის ახალგაზრდულ ბანაკ ,,საშემოდგომო სკოლა“-ში ახალგაზრდებისთვის თემატური ტრენინგები ტარდება შემდეგ საკითხზებზე: პროექტების წერა, მოხალისეობა, სამოქალაქო აქტივობა, ადვოკატირება და სოციალური მედია.

,,ახალგაზრდული ბანაკი 2015“-ის საშემოდგომო სკოლის პირველი ნაკადი 6- დღიანი იყო. მონაწილეებს სერთიფიკატები გადაეცათ. ამჯერად ბანაკის მეორე ეტაპი მიმდინარეობს, სადაც ტრენინგ -სწავლებებს 50-მდე ახალგაზრდა გადის.


ნანახია: 2193-ჯერ

მსგავსი სიახლეები
„ახალგაზრდული ბანაკი 2015“ მიმდინარე წლის 6 -დან 11 მარტის ჩათვლით, ბაკურიანში გაიმართება.
ბანაკის ბოლო დღეს ახალგაზრდებმა მინი სპექტაკლები წარმოადგინეს.
ქუთაისის მერიის ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილების ინიციატივით, მიმდინარე წელს 7-19 სექტემბერს მთაში ახალგაზრდული ბანაკი ეწყობა.
ბანაკის მიზანია - აქტიური, მოტივირებული ახალგაზრდების გამოვლენა, ახალგაზრდებში მოხალისეობრივი საქმიანობის პოპულარიზაცია, მათი
„ახალგაზრდული ბანაკი 2015“, -ასე ჰქვია ბანაკს, რომლის ხანგრძლივობა 6 თვეა და ის 18 წლიდან 25 წლამდე ახალგაზრდებს შეეხებათ.

ამინდი