Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

უსახლკარო ადამიანების ბედი და არარსებული სტატისტიკა საქართველოში (ბლოგი)

თარიღი : 6-10-2015, 23:29 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება   
topnews.com.ge
არავინ იცის ზუსტი სტატისტიკა, რამდენი ოჯახია საქართველოში თავშესაფრის გარეშე.

უსახლკარო ადამიანებმა განსაკუთრებული აქტიურობით სახელმწიფოს თავი 2012 წლის ოქტომბრის არჩევნების შემდგომ შეახსენეს. მათ ქ. თბილისში დაიკავეს არაერთი შენობა, გამართეს საპროტესტო აქციები, რითაც ერთის მხრივ საზოგადოებას დაანახეს საკითხის სიმწვავე, ხოლო მეორეს მხრივ სახელმწიფოს მოუწოდეს, მიეღო ზომები მათი საცხოვრებლით უზრუნველსაყოფად. არ შევეხები იმის განხილვას, რამდენად ეფექტური აღმოჩნდა მათი პროტესტი და გადავალ იმ საკითხზე, თუ რა პოლიტიკას გვთავაზობს სახელმწიფო პრობლემის მოსაგვარებლად.

ამისათვის, საჭიროა მოვახდინოთ უსახლკარო ადამიანების დიფერენცირება. კერძოდ, ამ ადამიანებს შორის შესაძლოა გამოვყოთ ორი კატეგორია: იძულებით გადაადგილებული პირები, და არადევნილები.

სახელმწიფოს მიდგომა ამ ორი კატეგორიის პირების მიმართ სხვადასხვაა. სახელმწიფო აღიარებას დევნილთა მძინე სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას, და ერთ-ერთ მიზნად მათთვის ცხოვრების ღირსეული პირობების შექმნას ისახავს. ამ მიზნის მისაღწევად საქართველოს მთავრობამ რამდენიმე წლის წინ დაამტკიცა დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგია და სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმა. აღნიშნული დოკუმენტებით კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი სახელმწიფოს ვალდებულებას მოახდინოს იძულებით გადაადგილებული პირების ინტეგრაცია და გრძელვადიანი განსახლება.

როგორც ცნობილია, საქართველოში დაახლოებით 270 000 იძულებით გადაადგილებული პირი ცხოვრობს. 2012 წლის დეკემბრის მონაცემებით, 2009 წლიდან (სამოქმედო გეგმის მიღებიდან) მათგან გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებულია 82 559 დევნილი (27 202 ოჯახი), ხოლო ფართის სანაცვლოდ ფულადი თანხა მიღებული აქვს 12 229 დევნილს ( 5263 ოჯახს). აღნიშნული ციფრები მეტყველებს იმაზე, რომ სამოქმედო გეგმის განხორციელების ნელი ტემპის, თუ სხვა ხარვეზების გამო, დევნილების გრძელვადიანი განსახლება სახელმწიფოსათვის კვალავაც მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება.

რაც შეეხება არადევნილი უსახლკარო პირების საცხოვრებლით უზრუნველყოფის საკითხს. მიუხედავად იმისა, რომ საქართველო საერთაშორისო ხელშეკრულებებით აღიარებს სათანადო საცხოვრებლის უფლებას, უსახლკარობის პრობლემის დაძლევის ერთიანი ხედვა სახელმწიფოს დღემდე არ შეუმუშავებია. ქვეყნის შიდა კანონმდებლობა საუბრობს სახელმწიფოს ვალდებულებაზე, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მეშვეობით უზრუნველყოს უსახლკარო პირები თავშესაფრით (იგულისხმება ღამის სათევითა და საკვებით უზრუნველყოფა) ამასთან, სოციალური მომსახურების სააგენტოს ეკისრება ვალდებულება უზრუნველყოს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში რეგისტრირებული უსახლკარო პირების ერთიან რეესტრი. თუმცა მიუხედავად ამისა, საკანონმდებლო დონეზე არსებული ხარვეზები არ იძლევა საშუალებას სრულყოფილად მოხდეს უსახლკარო პირების ერთიანი რეესტრის წარმოება. შესაბამისად, არავინ იცის ზუსტი სტატისტიკა რამდენი უსახლკარო ოჯახია საქართველოში.

ამ მონაცემების არარსებობის პირობებში კი შეუძლებელია სახელმწიფომ დაგეგმოს და განახორციელოს ეფექტური პოლიტიკა უსახლკარობის პრობლემის დასაძლევად.

ნონა ქურდოვანიძე
პროექტის კოორდინატორი
პროექტი - ,,დევნილობასთან დაკავშირებული პრობლემების გრძელვადიანი გადაწყვეტის ინოვაციური გზები“
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია


ნანახია: 1678-ჯერ

მსგავსი სიახლეები
შეხვედრაზე ნანუაშვილი ქუთაისში მცხოვრები იძულებით გადაადგილებული, უსახლ–კარო და სოციალურად დაუცველი ოჯახებით დაინტერესდა.
საბუთების მიღება მერიის 12 ადმინისტრაციულ ერთეულში 6 მარტიდან იწყება და 27 მარტის ჩათვლით გაგრძელდება.
კომისია პირველ ეტაპზე დაახლოებით 40– ზე მეტი ოჯახის პირობებს შეისწავლის.

ამინდი