Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

გოგი წულაია: ამ ქვეყანაში პროკურატურის დანიშნულება ჩემთვის რებუსია

თარიღი : 16-08-2013, 19:09 | კატეგორია: პოლიტიკა   
topnews.com.ge
„თავისუფალი საქართველოს“ იმერეთის წარმომადგენლობა ქუთაისში, ქალაქის ცენტრალურ ნაწილში სკვერში მდებარე ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის ფუნქციის დაკარგვას აპროტესტებს.
პარტიის იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელის გოგი წულაიას განცხადებით, აღნიშნული შენობის გახსნა და შემდეგ მიტოვება იმ კორუფციული გეგმის ნაწილია, რომლის მიხედვით ქუთაისში ან ახალი შენობები კეთდებოდა ან კიდევ არსებული რემონტდებოდა, შემდეგ ფუნქცია ეკარგებოდა და სხვის საკუთრებაში გადადიოდა.
„ასე მოხდა სასწრაფოს შენობის შემთხვევაში, როდესაც შენობა სასწრაფოსთვის გაარემონტეს. ყოფილმა პრემიერმა ნიკა გილაურმა ზარ-ზეიმით გახსნა და გვითხრა, ნუ გეშინიათ ქუთაისელებო, გახდით ავადო. შემდეგ კი სასწრაფო იმ შენობიდან გამოუშვეს. ასე მოხდა ყოფილი #44 სკოლა-პანსიონის შემთხვევაში, როდესაც შენობა პანსიონისთვის გაარემონტეს და ახლა ის ქალაქის ყოფილი მერის, გია თევდორაძის საკუთრებაშია. პროკურატურამ კეთილი უნდა ინებოს და ამ ყველაფერზე გაამახვილოს ყურადღება. ჩემთვის რებუსია ამ ქვეყანაში პროკურატურის დანიშნულება.“ - ამბობს წულაია.
ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის შენობა ამ ეტაპზე არ ფუნქციონირებს, რადგან შენობაში წყალი ჩამოდის. ცენტრის თანამშრომლები აღნიშნულის მიზეზად შენობის დაჩქარებულად და არასწორად გაკეთებას ასახელებენ. „თავისუფალი საქართველოს“ იმერეთის წარმომადგენლობა პროკურატურის გარდა, საკითხით დაინტერესებისაკენ ქალაქის მერს, დიმიტრი კოპალიანსაც მოუწოდებს. გოგი წულაიას თქმით, შენობას ქალაქის მერიამ ან თავდაპირველი სახე უნდა დაუბრუნოს ან კიდევ თუ ეს შეუძლებელი გახდა, მისი დემონტაჟი მოახდინოს.


ნანახია: 2561-ჯერ

მსგავსი სიახლეები
პარტია 'თავისუფალი საქართველოს' იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელის გოგი წულაიას ბრალდებებს ქუთაისის მერია პასუხობს.
წულაიას განცხადებით, პროკურატურამ ქუთაისის მერიასა და 'მაკდონალდს' შორის კორუფციული გარიგების ფაქტი უნდა გამოიკვლიოს.
ქუთაიში, ავტოქარხნის უბანში არსებული ჭიდაობის დარბაზის გასხვისებას აპროტესტებს, პარტია „თავისუფალი საქართველოს“ ქუთაისის
პარტიის იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელის გოგი წულიას განცხადებით, ქალაქის მერიამ ჯიხურები მხოლოდ ქალაქის ცენტრალური ნაწილიდან
პარტია 'თავისუფალი საქართველო'-ს იმერეთის ორგანიზაციის თავმჯდომარე გოგი წულაია ქუთაისის მერიას სისხლის სამართლის დანაშაულში

ამინდი